12

652 55 55
                                    

მინ იუნგი მირას სახლს ლანძღვა-გინებით ტოვებს, მასზე ამაზრზენი ადამიანი არასოდეს არსად ენახა. ვერ გადაეწყვიტა ეს ყველაფერი ჯონგუკისთვის უნდა ეთქვა თუ არა. ფიქრობდა, რომ შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო თუ ის ვერაფერს გაიგებდა და მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას სოფიასთან ერთად....

****
მეორე დილით ჯონგუკი თვალებს ახელს და უცნაურად იშმუშნება. სოფიას მის მენჯებზე გადმოედო ფეხი, ხელი კი მის თმებში შეეცურებინა.

_ეი, გაიღვიძე. _ შუბლზე კოცნის და ეჩურჩულება.

_ჰმმ, ცოტახანიც. _ ძილში ბუტბუტებს და ფეხს უფრო მჭიდროდ ჰხვევს.

_მისმინე, კომპანიაში უნდა წავიდე. სამუშაო დამიგროვდა. _ სოფიამ თვალები გაახილა და უხმოდ უყურებდა ბიჭს.

_კარგი, მამიკო, შეგიძლია ადგე. _ ფეხი მოაშორა და ზურგი აქცია. გაბუტულს უფრო ჰგავდა, არ უნდოდა, რომ ჯონგუკი წასულიყო.

_თუ მირა აქ მოვა მაშინვე დამირეკე... _ ჯონი მის თმას ეფერება და ყელში კოცნის, შემდეგ მხარზე და ბოლოს თავზე. საწოლიდან დგება და სააბაზანოში მიდის....

სოფია ცდილობს ძილი შეიბრუნოს, მაგრამ ჯონგუკის ტელეფონი რეკვას არ წყვეტს... ზარი დაუსრულებლად რეკავს. ჯონგუკის ტელეფონს ხელში იღებს, მირა რეკავს, რომელიც არა და არ ჩერდება. სოფია ღრმად სუნთქავს და ზარს პასუხობს.

_გისმენთ? _ წყნარი მაგრამ მღელვარე ხმით პასუხობს.

_მე... ჯონგუკი სად არის?

_სააბაზანოშია, გინდა რამე გადავცე?

_არა! მოგვიანებით დავრეკავ! _ მკვახედ პასუხობს და ზარს ასრულებს.

****

_ბატონო ჯონ, აი, ესეც ნახეთ. _ საქაღალდეებს აწვდის მდივანი ჯონგუკს.

_აჰჰ, რამდენია... _ მობეზრებით დაჰყურებს საქაღალდეების დასტებს.

_თქვენმა მეგობარმა დარეკა. მითხრა რომ როდესაც დროს გამონახავთ დაუკავშირდეთ!

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Where stories live. Discover now