5

711 65 35
                                    


_ვიცი, რომ სახლში ბაჭია გყავს! _ სერიოზული გამომეტყველებით პასუხობს ქალი...

_თქვენ საიდან იცით, რომ ბაჭია მყავს? _ დაეჭვებით კითხულობს ჯონი.

_მასეთი მეც მყავდა... სავაჭრო ცენტრში მოვკარი მის ყურებს თვალი.

_ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.

_ბიჭუნა, ძალიან კარგად იცი რასაც ვამბობ, თუ ახლა არ შემომიშვებ და არ დამელაპარაკებით, შემდეგ უკვე გვიანი იქნება. _ თითქოს და დამწუხრებული ამბობს ქალი.

_გვიანში რას გულისხმობთ? _ პასუხობს აფორიაქებული.

_არ შემომიშვებ? _ იღიმის და ჯონგუკს ელოდება როდის გაიწევა, რომ სახლში შევიდეს...

_ჯონგუკ, ვინ არის? _ გამოდის სოფია თვალების ფშვნეტით...

_აი, ისიც. _ ქალმა ჩაიღიმა და ჯონგუკი გვერდით თავად გასწია, სახლში შეაბიჯა და სოფიას დაუძახა _ ეი, ბაჭია გოგონავ, მოდი ჩემთან!

_მისგან რა გნებავთ? _ ეტყობოდა, რომ ჯონი ამ ქალს არ ენდობოდა.

_მისი დაცვა!

_დაცვა? _ ჩაიცინა ბიჭმა _ ვისგან გნებავთ მისი დაცვა?

_შენგან!

_ჩემგან?

_სწორედ ასეა, შესაძლოა შენს გამო ის დაშავდეს.

_გამოცანებით ნუ მესაუბრებით, პირდაპირ თქვით, რისი თქმაც გნებავთ. _ ბიჭს გაბრაზება ეპარებოდა.

_ჩაისთან ერთად მოგიყვებით ყველაფერს.

ჯონი თვალებს ატრიალებს და სამზარეულოში მიდის, ქალი კი სოფის გვერდით დივანზე კალათდება და საუბარს იწყებს...

_შენ... ამ ბიჭის ფიქრები გაიგონე?

_რა?... აჰ, დიახ, რამდენჯერმე მხოლოდ!

_ეს იმას ნიშნავს, რომ შენ შენი პარტნიორი აარჩიე, რომელსაც თუ არ შეუყვარდები... _ ქალი დამწუხრებით ხრის თავს და ჩუმად ბურტყუნებს _ მოკვდები!

_რას ნიშნავს, მოვკვდები? _ სოფიას თვალები ემღვრევა, ცდილობს არ იტიროს, მან ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო ბედნიერი ცხოვრება...

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Where stories live. Discover now