_აქ რა ჯანდაბა ხდება?! _ მათ წინ გაბრაზებული და სახე აწითლებული ჯონგუკი იდგა და უღრენდა... კიმი და სოფია მაშინვე გონს მოეგნენ და ფეხზე წამოხტნენ, სოფიას თავი ჩაექინდრა და დამნაშავე ლევკვივით იყურებოდა, რომელმაც საბანი დახია.
_იციი... ჩვენ... მე მას... _ დაბნეული საუბრობდა გოგო, რადგან ახსოვდა ჯონგუკის ნათქვამი "თუ გამაბრაზებ სხვაგან წაგიყვან."
_რა გაყვირებს, ჯონგუკ?! _ ჯონგუკის ტანსაცმელში გამოწყობილი, თმა აბურდული მირა მიუახლოვდა მას. _ თეჰიონ, აქ როდისღა მოხვედი?
_რამდენიმე საათის წინ. _ აუღელვებლად პასუხობს კიმი.
_რა დაკარგე ამ შუაღამისას, კიმ?_მკვახედ კიდთხულობს ჯონი და უბღვერს.
_არაფერი დამიკარგავს, სოფიასთან მოვედი!
_მასთან რა გესაქმება?
_ჯონგუკ, თავი დაანებე! _ მირა ცდილობს ჯონგუკი გაარიდოს წყვილს.
_მირა ნუ ჩაერევი იმაში, რაც შენი საქმე არ არის! _ ხმას უწევს ჯონი, რაც მირას ნამდვილად არ სიამოვნებს.
_რას მიყვირიხარ, ან მათგან რა გინდა? ისინი ზრდასრულები არიან და რასაც მოისურვებენ იმას გააკეთებენ. _ ტონი აიმაღლა მირამაც.
_გითხარი არ ჩაერიო-მეთქი! _ ჯონი თავისას აგრძელებდა, არ აპირებდა ახლა დათმობაზე წასვლას.
_ასე რამ გაგაბრაზა?
_შუაღამისას მას აკითხავ და მასთან ერთად ატარებ დროს, გამოვდივარ და ვხედავ ერთმანეთზე გადაწოლილები ხართ, არ უნდა გავბრაზებულიყავი? ალბათ თავის დროზე რომ არ მოვსულიყავი უფრო შორს შეტოპავდით, არა?
_ნორმალურად ისაუბრე ჯონგუკ! _ ხმა გაამკაცრა თეჰიონმაც, ახლა იმაზე უფრო ღელავდა, რომ მის თვალწინ უმწეო გოგოს შეურაცხყოფას აყენებდა. _ სიტყვები შეარჩიე და დაფიქრდი, რა სისულელეებს როშავ.
_გეყოფათ, ნუ ჩხუბობთ! _ სოფიას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
YOU ARE READING
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...