_თეჰიონ?... შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? ძალიან მეშინია.
_რა თქმა უნდა, ახლავე მოვალ!
_გმადლობ! _ ასე მთავრდება სატელეფონო ზარი.
შეშინებული გოგო ისევ საწოლის ქვეშ იყო მიყუჟული და უცდიდა თეჰიონის მოსვლას, დრო საშინლად იწელებოდა, რამდენიმე წუთი ასე კანკალში გაატარა ბოლოს კი ჭექა-ქუხილის გამაყრუებელ ხმას, ტელეფონის ხმა და განათება მოჰყვა. სოფიამ ტელეფონის ეკრანი განბლოკა და შეტყობინება გახსნა, სადაც კიმის შეტყობინება მოსულიყო "კარები გამიღე, ლამაზო", ტელეფონს თიშავს და სწრაფად გარბის კარების გასაღებად...
_როგორც იქნა მოხვედი. _ შეშინებული გოგო მაშინვე ზედ ეკვრის კიმს, რაზეც საპასუხოდ ხელების შემოხვევას იღებს წელზე.
_ასე რამ შეგაშინა?... მარტო ხარ? _ თვალებით მოათვალიერა ტერიტორია, სადამდეც შეძლო.
_არა, მარტო არ ვარ, ჯონგუკი და მირა ოთახში არიან... მე კი ქუხილის ძალიან მეშინია და მარტო ვერ ვჩერდები, მათთან ვერ მივიდოდი, ხომ ხვდები, არა? _ თეჰიონმა ჩაიცინა, რა თქმა უნდა, მიხვდა რასაც გულისხმობდა.
_მივხვდი. _ უხერხულად ჩაიღიმა _ ნუღარ შეგეშინდება, მე აქ ვარ! _ გოგოს თავისი ოთხკუთხედი და სასიამოვნო ღიმილი აჩუქა და სახლში შეაბიჯა.
მისაღებში შევიდნენ და დივანზე მოკალათდნენ, ორივენუ ჩუმად ისხდნენ, მხოლოდ გოგო ებღაუჭებოდა კიმის მკლავს.
_მოდი, ფილმი ჩავრთოთ, ყურადღებას გადაგატანინებს.
_კარგი. _ ფილმის ძებნას შეუდგნენ, მალევე კი ფილმ "a walk to remember"-ზე შეაჩერეს არჩევანი.
ფილმის სიუჟეტი სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო, ყველასაგან გარიყული გოგო და ცუდი ბიჭი, შესანიშნავ კომბინაციას წარმოადგენდა.
_ეს გოგო მეცოდება. _ ნაღვლიანად ამბობს სოფია.
_ვინ?
_ჯეიმი სალივანი, არ მესმის ასე რატომ ექცევიან, ის ხომ არაფერს აშავებს?
ESTÁS LEYENDO
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanficშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...