ჯონგუკმა თავზე ხელები შემოიწყო და ნერვიულად დაიწყო იატაკზე ყურება, სადაც პატარა სხეული იმყოფებოდა, თუმცა არა ადამიანის, არამედ ბაჭიის...
_ეს როგორ... აჰჰ, ჯანდაბა! ჯანდაბა!რა გავაკეთომ _ბაჭია შეშინებული თვალებით უმზერდა ჯონს. ეშინოდა იმისა, რომ ეს მისი დასასრული იქნებოდა. ეშინოდა, რომ ჯონგუკთან ვერღარ გაატარებდა დროს, ისე, როგორც უწინ... უნდოდა სიტყვა ეთქვა მაგრამ არ გამოსდიოდა.
ჯონგუკმა ბაჭია ხელში აიყვანა და მისი გამშრალება დაიწყო. თავის თავს ლანძღავდა, რომ მარტო დატოვა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო რომც არ დაეტოვებინა? გოგოს ბაჭიად ქცევას ხელს ვერ შეუშლიდა...
ჯონგუკი თავის საძინებელ ოთახში წავიდა, ბაჭია კი ხელში აყვანილი მიჰყავდა. საწოლზე წამოჯდა და ისიც იქვე დასვა.
_რისი გაკეთება შემიძლია შენთვის? _ ნაღვლიანად ესაუბრებოდა იმ იმედით, რომ სოფია ძველ იერსახეს დაუბრუნდებოდა. მისგან კი მხოლოდ და მხოლოთ მოწყენილ მზერას იღებდა. თავისი მრგვალი თვალებით უყურებდა, ნაღვლიან ჯონს.
****
საღამოს ჯონთან ბიჭები მივიდნენ, ახლმა ამბავმა ყველა ააფორიაქა და დაასევდიანა. განსაკუთრებით თეჰიონი განიცდიდა, რადგან ყველაზე ახლოს ბიჭებიდან ის იყო მასთან._ხომ შეიძლება ძველ სახეს დაუბრუნდეს, არა? _ ჯონგუკს იმედიანად შესცქერის თეჰიონი.
_არ ვიცი... არაფერი ვიცი. _ თავს დანანებით იქნევდა.
_ყველაფერი კარგად იქნება! ის ძლიერი გოგოა, ამას გაუმკლავდება. _ ჰოსოკი იმედს ასხივებდა, მაგრამ საკუთარი სიტყვების თავად თუ სჯეროდა?
_ჯონგუკ, ხომ იცი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მთავარია მედგრად იდგე და არ დანებდე, ყველაფერი მოგვარდება და უკეთოსობისაკენ შეიცვლება. _ ნამჯუნი ცდილობდა მეგობარი ცოტა ხასიათზე მოეყვანა და გაემხნევებინა, თუმცა ყველანი ხვდებოდნენ, რომ ამას სულ ტყუილად ცდილობნენ. მის ადგილას ყოფნას არც ერთი არ ისურვებდა.

YOU ARE READING
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...