15

630 65 20
                                    

                           *ჯონგუკი*

მისმა სიტყვებმა გული მომიკლა, გრძნობა მქონდა, რომ ვიღაცამ ჩემს გულს ხელი ჩაავლო და ისე ძლიერ მოუჭირა, რომ ცოტაც და შუაზე გახლეჩდა. ეს დასასრული იყო, დასასრული იყო იმ ლამაზი დღეებისა რომელიც ამ პატარა ბაჭიამ მაჩუქა. ის ვეღარასოდეს გამოქცეოდა ჩემსკენ და ვეღარ დამიძახებდა მამიკოს, ისე როგორც ადრე. მე ვეღარ შევძლებდი მის მოფერებას და მისი სუნის შეგრძნებას, ვეღარ გავიცინებდი მის ჩადენილ სისულელეებზე და ვეღარასოდეს ვასწავლიდი მას ახალ რაღაცებს...

_ანუ... ეს დასასრულია? _ ვკითხე ქალს კანკალით.

_ვწუხვარ, მაგრამ ეს ასეა. _ ქალმა თავი ჩახარა და თვალი ამარიდა.

_მინდა წავიყვანო! _ მტკიცედ ვუთხარი.

_უკაცრავად?! _ გაოგნებულმა ამომხედა.

_თუ კი ეს დასასრულია, მინდა იქ დამთავრდეს სადაც ყველაფერი დაიწყო... ჩემს სახლში! _ მისთვის აღარაფერი მითქვამს, სოფია ხელში ფრთხილად ავიყვანე და გარეთ გამოვიყვანე. მისი სხეული იმდენად დასუსტებული იყო პატარა ნიავზეც კი აკანკალდა. შემოსაცმელი გავიხადე და მას მოვახვიე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაისი იყო, მას მაინც სციოდა... მანქანის უკანა კარი გავაღე და დავაწვინე, რბილად და თბილად.

გზა ისევ ისე სწრაფად გავიარე როგორც მოვედი. მეშინოდა იმისა, რომ მეტ ხანს ვერ გასტანდა და სახლამდეც ვერ გაუძლებდა. მანქანა სახლთან გავაჩერე და პირველი რაც შევამოწმე ის იყო, სუნთქავდა თუ არა. როგორც კი მისი სუსტი გულისცემა გავიგე, შვებით ამოვისუნთქე და ხელში ავიყვანე. სახლის კარები შევხსენი და მას ვაკოცე...

_აი ისევ სახლში ხარ, ბაჭია. _ ნელი ნაბიჯებით ავუყევი სახლის კიბეებს და ოთახამდე მივედი. ჩემი პატარა ბაჭია ჩემს საწოლზე კომფორტულად მოვათავსე და გვერდით მივუწექი. მას ვეხუტებოდი, ცრემლები მახრჩობდა, ვერ ვხვდებოდი, ასე უსამართლოდ რატომ ექცეოდა მას განგება, რატომ უნდა მომკვდარიყო ის... მესმოდა როგორ მძიმედ სუნთქავდა, მისი ცხელი ამონასუნთქი ზედ მედებოდა, მისი თვალები კი ტკივილს ასხივებდა... რამდენჯერმე საწყლად ამოიხრიალა, მეგონა ახლა ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, მაგრამ ის კვლავ აგრძელებდა სუნთქვას. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ ახლა ის დიდძალ ტკივილს განიცდიდა, და თუ მალე დასრულდებოდა მისთვის შვება იქნებოდა. თავის პატარა თათებს სუსტად მადებდა გულზე და თვალებში მიყურებდა, ახლა ძალიან მინდოდა მეყვირა, მეტირა, ვინმე სიკვდილამდე მეცემა, ოღონდაც ეს ტკივილი შემემსუბუქებინა. მინდოდა ეს ცუდი სიზმარი ყოფილიყო, რომელიც გაღვიძებისთანავე დამავიწყდებოდა და სოფია კვლავ ჩემს გვერდით იწვებოდა, ისევ ისეთი ლაღი და ლამაზი... მასთან ახლოს დავიწიე და თავზე ვაკოცე, მის ყურებს და სახეს ვეფერებოდი, შემდეგ კი ვიფიქრე, ასე უსიტყვოდ არ იმსახურებდა სამყაროს დატოვებას და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა რასაც ვფიქრობდი...

_სოფია, მინდა იცოდე, რომ ძალიან მაკლდი როცა სახლში არ იყავი... _ ახლა ისე უნდა მესაუბრა, რომ მას ჩემი დარდი ვერ შეემჩნია, მაგრამ რამდენად შევძლებდი არ ვიცოდი. _ ჩემი გიჟი კურდღელი მენატრებოდა... თავს უშენოდ ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. მიხარია, რომ ახლა ჩემთან ხარ! შენ ჩემი ცხოვრება ისე შეცვალე, ვერც კი მივხვდი ამას. ბედნიერება მომიტანე... ბედნიერება და სიყვარული მაჩუქე, ისეთი რომელიც აქამდე არავისგან მიგვრძვნია... მე... მიყვარხარ ჩემო ბაჭია. _ ახლა ნამდვილად ჩამომვარდა ის ცრემლები რომელსაც ამდენ ხანს ვიკავებდი. თავზე კიდევ ერთხელ ვაკოცე და სააბაზანოში გავიქეცი რათა მისთვის ჩემი ცრემლები არ დამენახვებინა. ხელ-პირი დავიბანე, ცოტა გონს მოვედი და უკან ოთახში დავბრუნდი... ადგილზე გავშეშდი, დანახულს ვერ ვიჯერებდი, ახლა მინდოდა მთელი სამყარო გამქრალიყო....

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Onde histórias criam vida. Descubra agora