ჯონგუკი ცრემლ მორეული უყურებდა ქალს, რომელსაც მისი ბაჭია ხელში დაეჭირა და სახლს ტოვებდა.
_სად შეიძლება რომ ის ვნახო ხოლმე? _ მაინც კითხულობს ჯონი.
_არ არის საჭირო მისი ნახვა, დაგიკავშირდებით და მის მდგომარეობას მოგახსენებთ დროდადრო. _ მძიმედ ამოიგმინა და დაამატა _ მაინც მეეჭვება დიდხანს გასტანოს. _ ნაღვლიანად გაიღიმა ქალმა და სახლი საბოლოოდ დატოვა.
ჯონგუკი ცოტახანს ჩუმად იდგა, ერთ ადგილას იყო გაქვავებული, არც სხვას უსმენდა და არც არაფერზე რეაგირებდა. მხოლოდ ეს თქვა..
_ბიჭებო, მარტო მინდა დავრჩე!
_სისულელეების გაკეთებაზე არც კი იფიქრო! _ მხარზე ხელი მსუბუქად დაადო თეჰიონმა და უკან დაიხია.
_თუ რამე დაგვირეკე, ძმაო! _ შუბლზე კოცნის ჯიმინი.
ბიჭები სახლიდან გავიდნენ. ყველას სახეზე შიში და სევდა ეწერა. შიში იმისა, რომ მათი პატარა ძმა რამეს დაუშავებდა საკუთარ თავს, სევდა კი იმის გამო, რომ ხვდებოდნენ სოფია მალე სამყაროს დატოვებდა.
ჯონი დივანზე ჩამოჯდა და გახსენება დაიწყო იმ დროის რომელიც სოფიასთან ერთად გაატარა. ყველაფერს კადრებად ხედავდა და წუხდა, რომ მასთან უფრო დიდი ხანი არ გაუტარებია. ნანობდა ყველა იმ წამს როდესაც მასთან ერთად არ იყო და სხვებს უთმობდა დროს... ახლა მისი თვალებიდან ცრემლებმა გამოაღწიეს და მისი ლოყები, ყელი და მაისური მოიცვეს...
****
ერთი კვირა გავიდა მის გარეშე. ერთი კვირაა ჯონი აღარ იღიმის, ყველაფერს სერიოზულად უყურებს და არც გასართობად მიდის. ბიჭები ყველანაირად ცდილობენ მის გონზე მოყვანას და გამხიარულებას, მაგრამ ამაოდ. ცოტაოდენ შვებას მხოლოდ შუაღამისას ალკოჰოლის ბოთლის გამოცლა აძლევს... მას შემდეგ, რაც სოფია აღარ ჰყავს, ჯონი ყოველი სახლში შესვლისას უნებლიედ იძახის სიტყვებს *მამიკო დაბრუნდა სოფია*, შემდეგ კი იღუშება, როდესაც ხმას არავინ არ სცემს. მთელი სახლი მდუმარებდა მის გარეშე, თითქოს ახლა სამყაროსაც წაერთვა ყველანაირი ფასი, რაც კი რამე გააჩნდა...
YOU ARE READING
🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება, თუ საუკეთესო მეგობარი დაბადების დღეზე ბაჭიას გაჩუქებს? ბაჭია კი რეალურად მშვენიერი გოგონაა, რომლის სიცოცხლეც რისკის ქვეშაა... ბაჭიას სიცოცხლე, უსიყვარულოდ არაფერია, სიყვარული კი არ მიდის მასთან. რას ფიქრობს...