3

736 63 81
                                    

_ჯონ ჯონგუკ... ახლავე მიპასუხე, ვინ არის ეს გოგო და რა ესაქმება შენს საწოლში? ასახსნელად ხუთ წუთს გაძლევ!

_მირა? შენ აქ რას აკეთებ? _ ფეხზე წამოხტა ჯონგუკი, მირა კი განრისხებული ადევნებდა თვალს მის ყოველ ქმედებას...

_აქ რას ვაკეთებ? არ შემიძლია შეყვარებულს მივაკითხო? ვინ არის, ეს გოგო?

_მე მისი ბა... _ თქმას აპირებდა სოფია, თუმცა მაშინვე ჯონგუკმა გააწყვეტინა...

_ის ჩემი... ჩემი მამიდაშვილია! _ თავი ნერვიულად მოიქავა და თავისი პასუხით კმაყოფილმა გახედა შეყვარებულს.

_მამიდაშვილი? მამიდაშვილებს საწოლში იწვენენ და ასე ერთმანეთზე მიხუტებულებს სძინავთ? _ მირასთვის ეს ყოველივე უაზრობა იყო.

_მას ქუხილის ეშინია და ჩემთან დაიძინა, რა არის ამაში დაუჯერებელი? ასე რომც არ იყოს, არ შემიძლია მამიდაშვილთან დავიძინო? მირა ნუ პანიკობ! _ ჯონი თავის დაძვრენას ცდილობდა, იცოდა მისთვის სიმართლე რომ ეთქვა არ დაუჯერებდა, ან კი ვინმე დაუჯერებს საერთოდ?

_კარგი! ჯონგუკის მამიდაშვილო, რა გქვია? _ ალმაცერად შეხედა გოგომ.

_მე სოფია მქვია, და შენ ვინ ხარ?

_მე მირა ვარ, ჯონგუკის შეყვარებული. _ სოფიას ხელი გაუწოდა.

_სასიამოვნოა. _ თავი ჩახარა და ხელი ჩამოართვა, არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ მის მამიკოს პარტნიორი ჰყავდა...

_აქ რამდენ ხანს დარჩები?

_ის სახლიდან წამოვიდა, მშობლებთან უთანხმოების გამო, ამიერიდან ჩემთან იცხოვრებს! _ მტკიცედ განაცხადა ჯონმა _ ისე, მირა, შეგიძლია მოლში წამოგვყვე?

_იქ რა გვესაქმება?

_მას ტანსაცმელი არ წამოუღია, ჩემი ტანსაცმლით ხომ არ ივლის სულ?

_კარგი წავიდეთ! ისეთ მაგარ ტანსაცმელს შევურჩევ....

_ეჭვიც არ მეპარება. _ მობეზრებით აატრიალა თვალები ჯონმა, სოფიას კი საერთოდაც არ სიამოვნებდა, მათ შორის ჩამდგარი მესამე პირი.

🐰his bunny🐰J.JK (დასრულებული)Where stories live. Discover now