16

160 14 0
                                    

ნიკიტას POV:

უკვე ერთი თვე გავიდა, ჩემი მისია არ განვითარებულა, თუ ასე გაგრძელდა არამგონია კარგი გამოვიდეს

როგორც ყოველთვის ბიჭები ჯერ სახლში არ არიან, თითქოს ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, უკვე გვიანია

დაძინებას რომ ვაპირებდი კარის გაღების ხმა გავიგე, მგონი დაბრუნდნენ

???: აჰ... ჯინ
ვიღაც ყვირის, მე სწრაფად ჩავდივარ ქვემოთ
ნიკიტა: რა ხდება, რატომ ყვირიხართ ბიჭებო?
შუგა: ეს იდიოტი ყვიროდა
ჩაილაპარაკა შუგამ
ჰობი: აჰ... ჯინ ფრთხილად, დაშავებული ვარ
დაიყვირა ჰობიმ

ჯინმა ჰობი დივანზე დააგდო

ჰობი: აჰჰჰჰჰ...
იყვირა ჰობიმ, გამეცინა მაინც როგორ დაჭრეს ჰობი, ძლიერი სისხლდენა აქვს

უცებ თვალები ჯონგუკზე გავაჩერე, მასთან მივედი, მთლიანად სისხლით იყო დაფარული, მუცელზე ნატყვიარები დავინახე

ნიკიტა: ჯონგუკ კარგად ხარ?
ვკითხე შეწუხებული სახით
ჯონგუკი: კარგად ვარ, რატომ არ გძინავს, უკვე გვიანია

ნელა დავსვი დივანზე, ყველა დაჯდა, წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ეს სიჩუმე კი კითხვით დავარღვიე

ნიკიტა: რა მოხდა?
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯინმა მიპასუხა
ჯინი: ნიკიტა, იცი რას ვაკეთებთ?
მე მას შევხედე
შუგა: ჩვენი არ გეშინია?
ნიკიტა: არამგონია ჩემი მოკვლის გეგმა გქონდეთ
ჯინი: ასე დარწმუნებული ნუ იქნები
ნიკიტა: ასეთი გეგმები რომ გქონდეთ ახლა მე თქვენთან არ ვიჯდებოდი
ჰობი: ამ საკითხს რომ თავი დავანებოთ, ვერ ხედავთ რომ დაშავებული ვარ?

ჯინმა ორივეს ჭრილობა დაუმუშავა, მეც დავეხმარე

ჯინი: ჰობი, მოდი შენს ოთახში აგიყვან

შუგამ უკვე დაიძინა

ჯინი: ნიკიტა შეგიძლია ჯონგუკი შენ აიყვანო თავის ოთახში? შუგამ უკვე დაიძინა და არ მინდა მისი შეწუხება

ნიკიტა: აჰ... რა თქმა უნდა
ჯონგუკი თავის ოთახში ავიყვანე

თავის საწოლზე დავაწვინე, თავს ცყდად ვგრძნობდი რადგან მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი

ოთახიდან გავედი

AGENT 005Where stories live. Discover now