17

160 13 0
                                    

ნიკიტას POV:

მისი ოთახი დავტოვე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, დავინახე ჯინი რომელიც ქვევით ჩადიოდა, მასთან მივედი

ნიკიტა: დაძინებას აპირებ?
ჯინი: კი, რამე გინდა ნიკიტა?
ნიკიტა: არაფერი უბრალოდ მაინტერესებს რა მოხდა
ჯინი: უბრალოდ მაფიოზური დავა იყო, არ მინდა ამ საქმეში ჩაერიო, საშიშია ნიკიტა
ნიკიტა: აჰ... ღამე მშვიდობისა
იქიდან წამოვედი

შემდეგი დილა

გავიღვიძე და დილის რუტინის შესასრულებლად წავედი

როგორც კი დავამთავრე, დაბლა ჩავედი, ყველა იქ იყო ჯონგუკის გარდა

ნიკიტა: დილა მშვიდობისა
ჰობი: დილა მშვიდობისა ნიკიტა
ნიკიტა: თავს უკეთ გრძნობ?
ჩავილაპარაკე როცა ადგილს ვიკავებდი
ჰობი: ცოტა მტკივა მაგრამ არა უშავს გავუძლებ
შუგა: რა ხუმრობაა!
შუგამ კომენტარი გააკეთა
ჰობი: რა თქვი?
შუგა: უბრალოდ რაღაც სასაცილო გავიგე
ჩაილაპარაკა შუგამ როცა წვენს სვამდა

ჰობი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ჯინმა გააწყვეტინა

ჯინი: ნიკიტა
ნიკიტა: გისმენ
ჯინი: ჯონგუკს უთხარი ქვემოთ ჩამოვიდეს საუზმეზე
თავი დავუქნიე

ავდექი და მისი ოთახისკენ ავიღე გეზი, დაკაკუნების გარეშე შევედი ოთახში

ნიკიტა: ჯონგუკ ჩამოდი...
წინადადება უნდა დამემთავრებინა მაგრამ გავჩერდი რადგან დავინახე ჯონგუკი რომელიც მხოლოდ პირსახოცით იდგა

მის სხეულს ვათვალიერებდი

მან დამინახა როგორ ვუყურებდი მის სხეულს და სწრაფად ავარიდე მზერა

ნიკიტა: ჯინმა მითხრა რომ ჩამოსულიყავი
მაქსიმალურად ვცდილობდი მეთქვა
ჯონგუკი: რატომ გებმის ენა?
მისი ღიმილი უფრო ფართოვდება, შევბრუნდი
ნიკიტა: ჯერ რაღაც ჩაიცვი

უცებ კისერზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი

ჯონგუკი: რატომ ჩავიცვა? ერთი წამის წინ ჩემი სხეულის ყურებით ტკბებოდი
სწრაფად შევტრიალდი მისკენ

ნიკიტა: რა...
ჩვენი ტუჩები შეხებას აპირებდა, თვალები უფრო გამიფართოვდა

ცოტა უკან დავიხიე, ის ჩემკენ მოიწევდა

ჯონგუკი: ძალიან ბინძური გონება გაქვს, წინააღმდეგი არ ვიქნები გავაკეთო ის რაც ახლა შენ გინდა
ჩაიცინა მან
ჯონგუკი: მაშ, რას ამბობ...
გავაწყვეტინე
ნიკიტა: სასაუზმოდ ჩამოდი
სწრაფად წავედი, სანამ ის კიდევ რამეს იტყოდა

ბოლოს დაბლა ჩავედი

ჰობი: რა მოხდა ნიკიტა?
ნიკიტა: არაფერი
ჯინი: დაიგვიანე ჯონგუკ
ჩაილაპარაკა ჯინმა როცა ჯონგუკი დაინახა
ჯინი: ჭრილობები კარგად გაქვს?
ჯონგუკმა თავი დაუქნია

ვერ გავბედე მისთვის შემეხედა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ ის ჩემს წინ დაჯდა

ჭამა დავიწყე, მზერა მისკენ გავაპარე, მანაც ჩემსკენ გამოიხედა, მივხვდი რომ საკმაოდ დიდხანს ვუყურებდი და მზერა მოვაშორე, ქვემოთ დავიხედე რადგან ის ინციდენტი გამახსენდა და ლოყები ამიწითლდა

ჰობი: რა მოხდა ნიკიტა? უხერხულად ხარ?
ნიკიტა: რა?
მას შევხედე
ჰობი: შენი სახე პომიდორს ჰგავს
ნიკიტა: დღეს ცხელა ალბათ ამიტომ

საუზმე დავასრულეთ, გადავწყვიტე
რაღაც მეთქვა

ნიკიტა: მინდა თქვენს ბანდას შევუერთდე!

AGENT 005Where stories live. Discover now