21

158 13 0
                                    

ჯინი: შენ იცოდი?
ჰობი: მაშინ რატომ არ გვითხარი?

ჯონგუკი: ნიკიტამ თქვა რომ სურდა ჩვენს ბანდაში გაერთიანება და როგორ შემიძლია ბანდაში შემოვუშვა ისეთი ადამიანი რომელსაც არ აქვს უნარი შეუერთდეს ჯგუფს
ნიკიტა: ეს იმას ნიშნავს რომ მე შემიძლია შემოგიერთდეთ?
ჯონგუკი: სულ ერთია
ჯონგუკი აქედან წავიდაწ

ჰობი ნელა წამოდგა ადგილიდან
ჰობი: ნიკიტა ჩვენთან ერთად მოდიხარ!!!
იყვირა ჰობიმ, ჩავიცინე
ნიკიტა: უკვე გვიანია, ახლა უნდა დავიძინოთ

შემდეგი დილა

ნიკიტას POV:

როგორც კი დილის რუტინა დავასრულე ქვემოთ ჩავედი, როგორც ყოველთვის ყველა იქ იყო ჯონგუკის და შუგას გარდა

ჯინი: ამ ორს ყოველთვის დიდი დრო სჭირდება, ნიკიტა და ჰობი შეგიძლიათ ორივეს დაუძახოთ?

სწრაფად გამახსენდა ის დღე როცა ჯონგუკის დასაძახებლად წავედი, უცებ ლოყები გამიწითლდა

ჰობი: კარგი წავალ შუგას დავუძა...
ჰობის წინადადება არ დავასრულებინე
ნიკიტა: შუგას მე დავუძახებ, შენ ჯონგუკთან წადი
ჰობი: კარგი

როგორც კი შუგას ოთახს მივაღწიე კარზე დავაკაკუნე, არანაირი რეაგირება, ისევ დავაკაკუნე, ისევ არანაირი რეაგირება
ნიკიტა: შემოვდივარ

შევედი და დავინახე როგორ ტკბილად ეძინა შუგას

ნიკიტა: ვფიქრობ მასაც ისე უყვარს ძილი როგორც მე
ვცადე მისი გაღვიძება მაგრამ უშედეგოდ

ნელ-ნელა მის ყურთან მაღვიძარა მივიტანე, შუგა გაღიზიანებული ადგა

შუგა: აქ რას აკეთებ? არ იცი რომ ოთახში შესვლამდე უნდა დააკაკუნო?
ნამძინარევი ხმით ჩაილაპარაკა
ნიკიტა: დავაკაკუნე მაგრამ ვერ გაიგე, ჩამოდი საუზმე მზადაა
შუგა: შენ პირველი ხარ ვინც ასე მელაპარაკება, კარგი არ მიკვირს რადგან ჯონგუკსაც ასე ელაპარაკები და დამიჯერე შენ პირველი ხარ ვინც ამას აკეთებს

AGENT 005Where stories live. Discover now