ცხოვრება არასოდესაა ერთფეროვანი.ის ყოველდღე გვიმზადებს რაღაც ახალს.იქნება ეს შენთვის ცუდი თუ კარგი. ერთი დღე არასოდეს გავს მეორეს თუნდაც შენ ამას ვერ ამჩნევდე. ის მაინც განსხვავებულია.
ახალი დღე არის ახალი შესაძლებლობები,გზები,გადაწყვეტილებები და მრავალი სხვა.
ახალ დღეს,სუსხიან დილას ამომავალი მზე ნიშნავს ახალ იმედებს,რწმენებს და ახალ შენთვის ძვირფასს ადამიანებს.
***
ჰანას თვალთახედვა:ბოლოჯერ მოვავლე თვალი ჩემს ძველ ოთახს და კედელზე ჩარჩოში ჩასმულ ჩემი ოჯახის ფოტოს.
მე დღეს ვტოვებ ყველაფერს. ჩემს ძველ სახლს აქ გატარებულ მომენტებს,მეგობრებს და ჩემს ოთახს რომელიც ძალიან მიყვარდა.
მაგრამ ყველაფერი როდია საბოლ--
-ჰანა! სწრაფად ჩამოდი! მანქანა უკვე აქ არის!
ჰო,ეს დედაჩემია.
ახლა კი მართლა სწრაფად უნდა წავიდე,თორემ საქმე კარგად არ წამივა.
ბარგი ოთახიდან გამოვათრიე და კარები დავხურე. კიბეებზე ძლივს ძლივობით ჩავათრიე და ვნახე როგორ აწყობდა დედაჩემი ყუთებს საბარგულში.
-დედა! მგონი ბევრი რამ გრჩება?-ვუთხარი მე და ჩემი ჩემოდანი მანქანაში ჩავდე.
-არ მრჩება ვტოვებ.
-და...რატომ? ტანსაცმელი არ გინდა? შიშველი უნდა იარო ?-ცალყბად ჩავიცინე და დედაჩემს მხარი გავკარი.
მან გაბრაზებულმა ამოიხვნეშა და საბარგული დახურა.
-უბრალოდ აქაური არაფერი გვიჭრდება მხოლოდ შეუცვლელი რაღაცეები. ჯიჰუნმა უკვე დამირეკა და მითხრა,რომ ყველაფერი მზად აქვთ.
-ოჰ,ოჰ რა წინ დახეული ქმარი აგირჩევია დედა! ბრავო!-ტაში შემოვკარი და მანქნაში ჩავჯექი.
დედამაც იგივე გააკეთა.
-წავიდეთ.-უთხრა მძღოლს და ჩვენც წავედით. წავედით ამ ქალაქიდან შორს,შორს დიდ ქალაქში რომელსაც სეული ჰქვია.
YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanfictionლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥