voll 16

871 84 18
                                    

სუნთქვა მიჭირს,გავყურებ კარს სადაც რამდენიმე წამის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი იდგა. არა! ვერ შევეუგები ამას,ჯონგუკის გარეშე მოვკვდები,მან მე შანსი მომცა მეგრძნო თავი სახლში,მამაჩემის შემდეგ პირველი მამაკაცი გახდა,ვიზეც ვღელავდი და მიყვარდა,ვერ დავუშვებ,რომ მანაც მამასავით მიმატოვოს,მე მისთვის ვიბრძნოლებ.

დაცემული,იატაკიდან სწრაფად ვდგები და ცრემლებს ცალი ხელი ვიწმინდავ,კარებში გავრბივარ და ვცდილობ ლიფტს მივუსწრო რომელიც უკვე იკეტება.

-ჯონგუკ! გთხოვ , მომისმინე!-გავყვირი და მისკენ მივრბივარ,თუმცა მას რეაქცია არ აქვს,მიყურებს ტკვილით სავსე თვალებით,ვიცი რომ მასაც არ სურს წასვლა,ის იბრძვის, თავისთავთან იბრძვის,მე კიდევ ვერ ვეხმარები.

ლიფტის კარები იკეტება, მე კიდევ მას ვერ ვუსწრებ. ფეხს ვარტყამ უკვე დაკეტილ კარებს და გვერდზე ვიყურები,ჯანდაბას! კიბით ჩავალ.

სწრაფად ჩავდივარ რამდენიმე სართულს,როდესაც ვხედავ ერთ-ერთ სართულზე ლიფტის კარები როგორ იხსნება, სწრაფად შევდივარ,ღილაკს ვაჭერ და ტუჩს ნერვიულად ვიკვინიტავ,ოღონდაც ახლა მოვასწრო და ვფიცავ ჯონგუკის აღარასოდეს გავუშვებ,ისიც იმსახურებს ბედნიერებას,ოჯახს და სიყვარულს,რომელთაც მე აუცილებლად მივცემ მას!

ქვედა სართულზე როცა ჩავდივარ ვხედავ,ჯონგუკს როგორ გადის ტრიალა მინის კარებში, სწრაფად იქითკენ მივრბივარ,გარეთ გასვლისას ვხედავ როგორ კვეთს ის გზას და მანქნისკენ მიდის,მე მწვანის ანთებას ველოდები,შემდეგ კი სწრაფად მისკენ გავრბივარ,როცა ჩემსკენ მომავალ მანქანას ვხედავ, უცებ ყველაფერი შავდება, ვეღარაფერს ვგრძნობ,მხოლოდ ჯონგუკის ყვირილს და მანქანის ნომერს, რომელიც უკვე გარკვევით დავიმახსოვრე.

მარკუსი...

***

მე და ჯონგუკი ტრიალ მიდნორზე,ხის ქვეშ ვზივართ,მას თავი ჩემს კალთაში უდევს,მე კიდევ საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, მისამღერებში ისიც მყვება, მისი საამური,დამატკბობელი ხმით,ლოცავს ჩემს ყურებს და მიღიმის.მისკენ ვიწევი და ბაგეებს ვაერთებ,შემდეგ კი ის ჩემს ტუჩებში იღიმება.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now