vol 6

1.2K 135 21
                                    

(დაავოუთეთ ლამაზებო 😘)


დაახლოებით 20 წუთში მეც დავტოვე სასტუმროს ნომერი და ლიფტით ბოლო სართულზე ჩავედი,იქიდან კი ეზოში გადავინაცვლე.

ეზო პირდაპირ ზღვის პლაჟზე გადიოდა,სადაც შეზლონგები და განათებები იყო მოწყობილი. ასევე იყო ბარი,სადაც ბარმენი სტუმრებს ალკოჰოლით უმასპინძლდებოდა.

გოგონები ბიკინებში გამოწყობილები მუსიკის ტემპზე გამომწვევად ცეკვავდნენ, ზოგი კიდევ  ზღვაში გვიან ღამით ცურვას ამჯობინებდა.

ირგვლივ მივიხედე და რიუჯინს დავუწყე ძებნა,რომელიც არსად ჩანდა.

-თეჰიონ!-დავუძახე ბართან ერთ-ერთ სკამზე მჯდომ თეჰიონს,რომელიც ვიღაც გოგოსთან მონდომებით ფლირტაობდა.

მან გაურკვევლად შემომხედა და წარბები აზიდა იმის მისანიშნლებლად,რომ საუბარი გამეგრძელებინა.

-ხომ არ იცი, რიუჯინი სად არის?

-არვიცი,ბოლოს პლაზჟზე ვნახე.

-კარგი გმადლობ.გააგრძელე რასაც აკეთებდი აღარ მოგაცდენ.-გავუღიმე და მან კი თვალები აატრიალა.

პლაჟზე გავედი და ირგვლივ მივიხედე

-ღმერთო,სად შეიძლება იყოს?-ბევრი ვიარე თუ ცოტა ბოლოს რიუჯინი სასტუმროს გვერდზე კედელზე მიყრდნობილი ვიპოვე. ვიღაცას გამწარებული ელაპარაკებოდა და ხელებს იქნევდა.

სიბნელის გამო მეორე ფიგურა ვერ გავარჩიე,ამიტომაც გადავწყვიტე დამეზუსტებინა ვინ იყო ის.მათ მივუახლოვდი და ბუჩქებს ამოვეფარე.

ვიცი,ეს სტალკერობაში ჩამეთვლება,თუმცა რიუჯინს რაც ვიცნობ,მუდამ მომღიმარია და მისი სერიოზული სახეც კი არ მაქვს ნანახი,ახლა კი ის ვიღაც ხელების ქნევით ეჩხუბება და ლამის სცემოს კიდევაც.

-არ გეყო? რაც გააკეთე არ გეყო?  კიდევ რა ჯანდაბას ითხოვ ჯიმინ?

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now