vol 11

1.1K 105 16
                                    

"თუ მეტყოდნენ,რომ შენთვის მეკოცნა და  ჯოჯოხეთში წავსულიყავი,გაკოცებდი,შემდეგ კი დემონებთან ვიტრაბახებდი,რომ მე ვნახე ანგელოზი, სამოთხეში შესვლის გარეშე"

***

დილით,ჩემი ტელეფონის მაღვიძარა რეკავს.თვალებს ძლივს ვახელ და ირგვილ ვიხედები,სასტუმროს ოთახში,მზის სხივებს შემოეღწია. გავიღიმე,როცა გამახსენდა,რომ ჩემს გვერდით ჯონგუკი იწვა,ამიტომაც მეორე მხარეს გადავტრიალდი,თუმცა ის იქ არ იყო.

ოთახში მარტო ვიყავი.

ლოგინიდან წამოვდექი,მიუხედავად იმისა,რომ ქვემოთ ოდნავ ტკივილს ვგრძნობდი,სიარული შემეძლო.აბაზანის კართან მივედი და დავაკაკუნე.

-ჯონგუკ, აქ ხარ?-ხმა არ გაუცია,ამიტომაც უბრალოდ სახელური ჩამოვწიე და შიგნით შევიხედე. აქაც არ იყო.

-სად უნდა წასულიყო.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და წყალი მოვუშვი.

შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი.ჩემი ძველი ტანსაცმელი არ ვარგოდა,თუმცა მდივანზე,ყუთში,ჩადებულ ახალ ტანსაცმელს მივაგენი.

შიგნით ლამაზი,მაინტის კაბა იდო, ბარძაყთან ჩაჭრილი. ის ჩავიცვი და სასტუმროს მიმღებში ჩავედი.

-ბოდიში,ჯონგუკი ხომ არ გინახავთ?-ვკითხე იქვე მდგომი ქალბატონს,რომელმაც მაშინვე შემომხედა და თავი დამიკრა.

-დილამშვიდობისა, ქალბატონო ჰანა. დიახ,ბატონი ჯონგუკი დილაადრიან გავიდა სასტუმროდან,თქვენთვის კი დამიბარა მეთქვა,რომ სახლში  გელოდებათ.

-კარგით, გმადლობთ.-თავი ოდნავ დავუკარი და გასასვლელისკენ წავედი, სადაც მანქანა უკვე იდგა.

მძღოლმა კარები გამიღო და მეც შიგნით ჩავჯექი.

-ბატონმა ჯონგუკმა მითხრა ,რომ სახლში მიმეყვანეთ,-წარმოთქვა მძღოლმა და ღვედი შეიკრა.

-არა,სახლში არ მივდივარ.-ვთქვი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now