-ჩემს ოთახში რა აკეთებ?-მეუბნება ის და ფეხებიდან ზემოთ მათვალიერებს,ისე თითქოს ადამიანი კი არა,სამუზეუმო ექსპონატი ვიყო.
ადგილზე ვშრები და მოძრაობის უნარსაც ვკარგავ. ჯერ ერთი რატომ არის ის შიშველი? თვალს ვერ ვწყვეტ მის უნაკლო პრესს,დაკუნთულ მკერდსა და ფართხო მხრებს.
ბოლოს აზრზე მოვედი საერთოდ რა ხდებოდა და ჩემს წინ ვინ იდგა,ამიტომაც თვალებზე უმალვე ხელი ავიფარე.
-რა ჯანდაბა?? შიშველი რატომ ხარ?-ვუყვირი და სწრაფად გამოვდივარ სააბაზანოდან. ისევ თვალზე ხელ ახვეული ვიყურები მისკენ სადაც ჩემი აზრით იდგა ის.
მისი ჩაცინების ხმა მესმის,შემდეგ ვგძნობ სხეულის მოახლოებას. ვგრძნობდი ის ჩემთან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით იდგა და ზემოდან დამყურებდა.
-ნახევრად შიშველი,შენ დგახარ ჩემს ოთახში და კიდე მე რას ვაკეთებ აქ? შემთხვევით,-პაუზა გააკეთა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა -გუშინ კლუბიდან ხომ არ წამომიყვანიხარ?
მე გაბრაზებულმა ხელები მოვიშორე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე.მისი დამცინავი ღიმილი ალბათ კოშმარებშიც დამესიზმრებოდა.
-ამით რას გულისხმობ?-ტუჩები მოვკუმე და ღრმად ჩავისუნთქე.
-ჰმ, ვგულისხმობ გუშინ ერთად ხომ არ ვიწექით?
ამაზე უკვე ვეღარ მოვითმინე და ამ ნაბიჭვარს სახეში სილა გავაწანი. თავი ოდნავ შეატრიალა,ესეც დრამატურგიის მიზნით,შემდეგ ხელი ყბაზე მიიდო და თავი ისევ ჩემსკენ შემოაბრუნა
-როგორ ბედავ-
-როგორ ვბედავ? შენ თვითონ როგორ ბედავ და ერთი ღამის გასართობს მიწოდებ?
-სხვა ახსნა არა აქვს იმ ფაქტს რომ ჩემს სახლში,ჩემს საკუთარ ოთახში პირსახოც შემოხვიული დადიხარ-ჯონგუკი უეცრად ჩაფიქრდა და თვალები ოდნავ მოხუჭა,შემდეგ კი თავი ზემოთ ასწია და ამაყად მითხრა-მაგრამ,შენ შეგიძლია ეს გააკეთო,არა დაიკო?

YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanfictionლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥