voll 15

928 83 9
                                    

სამი,დაბურულ მინებიანი მანქანა,ჯეონების ერთ-ერთ საწარმოს წინ ჩერდება.

დანტე და ჯიჰუნი მაშინვე გადადიან,ჯონგუკი კი ჯერ კიდევ ყოყმანობს,იცის რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს,მას არ ეშინია,უბრალოდ სიახლეებისთვის ჯერ მზად არ არის.

ბოლოს სამივე საწარმოს დიდ კაბინეტში იყრის თავს,დანტე მაგიდასთან სავარძელში ჯდება,ჯონგუკი და ჯიჰუნი კი ერთმანეთის მოპირდაპირე სავარძლებში.

-არ იტყვით აქ რატომ შევიკრიბეთ?-მოთმინება დაკარულმა განაცხადა ჯონგუკმა და მამამისს შეხედა.

-რათქმაუნდა გეტყვით,მაგრამ ჯერ მინდა გითხრა,რომ არც მე და არც ჯიჰუნს არ გვინდოდა ასე მომხდარიყო,რაც არ უნდა იყოს ორივესთვის ძვირფასი ხარ ჯონგუკ.-თქვა დანტემ და ჯიჰუნს ანიშნა გაეგრძელებინა.ჯონგუკი ადგილზე ცქმუტავდა და სავარძლის ხელებს უჭერდა, დარწმუნებული იყო დღეს მისი ცხოვრება შეიცვლებოდა.

-ეს დიდი ხნის წინ იყო,მაშინ როდესაც შენ ჩანასახიც კი არ იყავი დედის მუცელში. ჯეონების ერთადერთ ვაჟს ექიმმა უთხრა ,რომ უნაყოფო იყო, და ვერასოდეს შეძლებდა ყოლოდა შვილი. ქალბატონმა და ბატონმა ჯეონებმა ამაზე ბევრი იფიქრეს, მემკვიდრის გარეშე მათი კომპანიები,მიწები და სხვა ურიცხვი ქონება მტრების ხელში ჩავარდებოდა.ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ეშვილათ 17 წლის ბიჭი,ლი ჯიჰუნი.-ამაზე ჯონგუკმა თვალები გააფართოვა და გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო,მისი გონება ჯერაც ვერ ახერხებდა გაგონილს გადამუშავებას.- როგორც მიხვდი,ეგ ბიჭი მე ვიყავი,ჯეონებმა მითხრეს ,რომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ ცოლის შერთვა და მემკვიდრის ყოლა იყო,თუმცა ბოლოს ისე მოხდა,რომ დედაშენი ლიუმი, დანტესგან დაორსულდა და არა ჩემგან. ჯონგუკ...შენ ჯეონ დანტეს შვილი ხარ.მაპატიე,ჩემო ბიჭო,რომ ამდენი ხანი ამას გიმალავდით-

-უმალავდით?-ჩაერთო დანტე- შენ გაიძულეს სხვისი შვილი დაგეტოვებინა,რადგან შენს ცოლს ჩემთან მხოლოდ ერთი ღამის გატარება უნდოდა და არ მთელი ცხოვრების,თანაც ჩემი მშობლები თვლიდნენ რომ ბავშვისთვის ცუდი მამა ვიქნებოდი,შვილს დამაშორეს და მისგან შორს გამგაზვანეს,შენი ნახვაც კი ამიკანკალეს ჯონგუკ. ისე იზრდებოდი და მენატრებოდი,ყოველდღე შენზ ვფიქრობდი,მაგრამ როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ და მეც შემეძლო შენთვის სიმართლე მეთქვა,ვერ შევძელი,ჩემს თავს დავპირდი რომ მოვიცდიდი იქამდე მაინც სანამ ძლიერ, დამოუკიდებელ მამაკაცად არ ჩამოყალიბდებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ გეტყოდი.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now