გავიგე თურმე დღეს კლუბში მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი დიჯეი ჩამოყავთ,არმინ ვან ბარენი.
ამიტომაც ქალაქის ყველაზე დიდი კლუბი ხალხით იყო სავსე.სეულის ყველა უბნიდან იყვნენ მოსულები და რათქმაუნდა ჯგუფის წევრებს ისევ ძნელად გაარჩევდი.მანდამენტებიც და დემონტორებიც ყველანი ამ კლუბში იყვნენ შეკრებილნი.
მე და რიუჯინი შოპინგის შემდეგ გამოვეწყვეთ და კლუბში წავედით.
იქაურობა არ მომეწონა, ზემდეტად ბევრი გალეშილი,დაბოლილი და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა იყო. ასევე ბარმენი ჩუმად აძლევდა კლიენტებს პატარა თეთრ სალფეთქში გახვეულ ნარკოტიკების სხვადასხვა დოზებს. ეს ყველამ იცოდა,მაგრამ არავინ იმჩნებდა თითქოს ერთდროულად დახუჭეს თვალი და ყველაფერის დაიგნორება გადაწყვიტეს.
დიჯეი უკვე ადგილზე იყო და სხვადასხვა რემიქსებს ატრიალებდა ,რომელზედაც ხალხი გაგიჟებულები ცეკვავდნენ.
რიუჯინი თავგამოდებით აქნევდა მთელ სხეულს და რიტმზე დახტუნავდა,მე კიდევ იქვე ბართან ვიჯექი და უკვე ნახევარი საათი ერთ ჭიქას ვწრუპავდი.
-ცდი?-მეუბნება ბარმენი და თან ჭიქას წმინდავს.შეპარვით მიყურებს,თუმცა მზერას არ მისწორებს.
-უკაცრად? ვერ გავიგე?-შევხედე და წარბები შევჭმუხნე. ბარმენი ახლოს მოიწია და სახესთან ახლოს ჩაილაპარაკა.
-იცი რაც, განერვიულებული ჩანხარ,დაგამშვიდებს.-მაშინვე მივხვდი რაზე საუბრობდა და უკან გავწიე.
-არ მინდა გმადლობთ. სიცოცხლე არ მომბეზრებია.-ბარმენმა ჩაიცინა და ისევ ჭიქების წმენდვას დაუბრუნდა.
ამოვიხვნეშე და რიუჯინს გავხედე,ვიღაც ბიჭი ეფლირტავებოდა.მანაც კიდე როგორც ტუჩების მოძრაობიდან გავიგე,უთხრა "შეყვარებული მყავსო" და შუა თითი უჩვენა.
გამეცინა და ჭიქა ხელში მოვიქციე,ვიფიქრე ბოლო ყლუპსაც დავლევ მეთქი და ჭიქა პირთან მივიტანე,ეს ეს იყო უნდა მომესვა როცა, ვიღაცის ხელი ჩემს მკლავს უჭერს,დაბნეული ზემოთ ვიხედები და ჯონგუკს ვხედავ,რომელიც გაბრაზებული გამოიყურება.

YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanfictionლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥