voll 13

1.3K 93 23
                                        

Flashback შუადღეზე.

ჯონგუკის მანქანა დიდი სახლის წინ ჩერდება. სწრაფად გადმოდის და მაშინვე სახლში შედის,დაცვა კი კარს უღებს. მიუხედავად იმისა,რომ ბიძამისის ლოკაციის  დასადგენად დრო დახარჯა,როგორც ჩანს აქ მას უკვე ელოდნენ.

მოსამსახურე მას მისაღები ოთახისკენ მიუძღვის,სადაც  სავარძელში ვერაგული ღიმილით ბიძამისი ზის.ისევ ისე როგორც წლების წინ. ჯონგუკს მომენტები ახსენდება და ამაზე გულზე რაღაც საშინლად ჩხვლეტს,თუმცა ის მაინც მედგრად მიდის ბიძამისისკენ და წინ უდგება. მზერით ჭამს და ახლავე უნდა რომ ეგ კმაყოფილი სიფათი კედელზე არტყმევინოს.

-ოჰ,ჩემო ჯონგუკ! ვაპირებდი სტუმრად მივსულიყავი თქვენთან,თუმცა შემდეგ ვიფიქრე ჩემი აქ ყოფნის გაგების შემდეგ ისედაც მომძებნიდი! იმედებს არასოდეს მიცრუებ!-კაცი ფეხზე წამოდგა და დააპირა ჯონგუკისთვის ხელი მოეხვია,თუმცა მკაცრმა ხმამ ხელი ჰაერში გააჩერებინა.

-თუ ხელს მომკიდებ,გპირდები უყოყმანოდ გარეშე მოგიგრიხავ.-კბილებში გამოსცრა მან. ბიძამისმა გაიღიმა და ხელი ჩამოუშვა.

-ისევ ისეთი ფეთქებადი ხარ ჯონგუკ,ჩემი ზუსტი ასლი ხარ.

-რატომ დაბრუნდი? გინდა,რომ ისევ შენი უკანალისთვის გამომიყენო? მაპატიე,მაგრამ ამას ვეღარ მიიღებ. ქალაქს მე ვმართავ,თვალის დახამხამებაში მოგკლავ.

-ჰმმ,არადა მეგონა,რომ ჯერაც იბრძოდი ამ ტიტულისთვის? ჯერ შენ ხომ არ ხარ ქალაქის მეფე...

ბიძამისი ამას სპეციალურად ჯონგუკის გასაღიზიანებლად ამბობდა,და ეს ჯონგუკმა იცოდა. თავი მოთოკა და ემოციებს არ აყვა.

-ბოლო ჯერზე როდესაც ის ვნახე, საავადმოყოში ჩემგან ნაცემი იყო,ამის გარდა რინგზე  ჩუმად,დარტყმებს შორის, მეუბნებოდა,რომ საკმარისი იყო და რომ მეტს ვეღარ უძლებდა. არამგონია ამის შემდეგ კიდევ გაბედოს და ქალაქის ტიტულზე ჩემს წინააღმდეგ წასვლა განიზრახოს.-ნიშნის მოგებით ცალყბად გაიღიმა ჯონგუკი და ბიძამისის რეაქციას დაელოდა.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now