ავტორის პოვ:
მსაჯმა ტაიმერი ჩართო,სამი წუთიდან. ორი სხეული რინგზე ერთმანეთის გარშემო წრეზე დადის,ორივე ელოდება პირველ დარტყმას,თუმცა როგორც ვამჩნევთ არცერთი ჩქარობს.
-მარკუსს,იცი,შენთვის ყოველთვის მინდოდა ცხვირის გაერთიანება, გმადლობ რომ შანსი მომეცი -აქოშინებული, დამცინავი ღიმილით ამბობს ჯონგუკი და კისერს ერთი მოძრაობით ატკაცუნებს მარცხენა მხარეს.
-მადლობამე კი არა, შენს დას უნდა გადაუხადო,არა ჰანა?-მარკუსი ხმამაღლა იცინის და რინგთან მდგომ გოგონას უყურებს,როცა ყბაში ძლიერი მუშტი ხვდება და დაცემისგან თავს ძლივს იმაგრებს.
- კონცენტრაცია არ გაწყენდა.-ხელახლა იმარჯვებს ჯონგუკი მუშტებს.
ამჯერად მარკუსი თავის პოზიციას უბრუნდება და სწრაფი მოძრაობით ჯონგუკს ფეხით,მუცლის ღრუში ურტყამს.
ჯონგუკი ტკივილისგან იკეცება,თუმცა მარკუსის დარტყმებისგან თავს მაინც იცავს,ის მუშტებს ყველა მხრიდან უმიზნებს,გარშემო ყველაფერი ტრიალებს და ჯონგუკისთვის მხოლოდამხოლოდ ერთი გოგოს ყვირილის ხმა ისმის.
-ჯონგუკ! არ დანებდე! შენ ეს შეგიძლია! ვიცი რომ შეგიძლია!
იატაკიდან ჯონგუკი მარკუსს თავში დარტყმით იცილებს, სანამ ის გონზე მოსვლას ახერხებს,ჯონგუკი უკვე ფეხზე დგას და იერიშზე გადადის.
მუშტებს მის ნეკნებს უმიზნებს სწორი სიზუსტით, მარჯვნივ და მარცხნივ,მარკუსის დაცვა მთლიანად იშლება და ის რინგის ბადეს ეკვრის, ჯონგუკი აპირებს საბოლოო დარტყმა განახორციელოს,რომელიც მარკუსს გათიშავდა,თუმცა მსაჯის სასტვენის ხმა ხელს ჰაერში უჩერებს.
-პირველი რაუნდი,მორჩა! ჯონგუკ! გაეცალე!-ის ხელს სწევს და თავისი კუთხისკენ მიდის სადაც მისი მწვრთნელი და გულშემატკივრები ამხნევებენ, პირსახოცით ოფლს იწმინდავს, სისხლის გადმოფურთხვის შემდეგ კი პირში წყალს ივლებს ხოლო ამის შემდეგ დამცავს ისევ ითავსებს.
YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanficლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥