vol 5

1.4K 137 13
                                        

(წინა არ ასულა 30 ვოუთზე ბათ ხომ იცით ზედმეტად კეთილი ავტორი გყავთ👀👄)

_______________________________
-არისს!! ბუსანო მოვდივართ!!-გაყვირის რიუჯინი გაღებული მანქანის სახურავიდან.

ხო,ბუსანში მივდივართ.მანქანაში მე რიუჯინი და თეჰიონი ვზივართ,რომელიც რათქმაუნდა მანქანას ატარებს.სხვათაშორის ის არც ისე ცუდი ტიპი ყოფილა,როგორიც მეგონა. თუმცა უფრო ვფიქრობ,რომ ჩვენთან,უფროსწორედ ჩემთან ბოლომდე არ იხსნება.

-რიუჯინ,გეყოფა,ხომ არ გავიწყდება იქ რისგამო მივდივართ?-ვეუბნები უკმაყოფილოდ და ფანჯრიდან ყურებას განვაგრძნობ. ძალიან ლამაზია აქაურობა,ზღვა ჰორიზონტზე ულამაზესად მოჩანს,მზეც სადაცაა ჩავიდოდა,ეს ყველაფერი კი ულამაზეს პეიზაჟს ჰქმნიდა.

-კარგი,რა ჰანა. თუ შენი ცხოვრების  ყველა მომენტში რაღაცზე იდარდე და იწუწუნე,მაშინ როცა 80 წლის, შენს სავარძელში იჯდები,ინანებ ამ ყველაფერს, ისურვებ ისინი ხელახლა გამოცადო და  თითეული მათგანით ბოლომდე დატკბე. ამიტომაც მოეშვი და უბრალოდ იმაზე იფიქრე რამდენად მაგარ დროს გავატარებთ ბუსანშიი!!-რიუჯინის სიტყვებზე უნებლიეთ გამეღიმა,ის მართალს ამბობდა. ბოლოს და ბოლოს პირველად მივდიოდი ბუსანში მე კიდევ ჯონგუკზე  ვდარდობდი. დარწმუნებული ვარ ეგ ვირი რამეს მოიფიქრებს და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებს.

***

როდესაც უკვე ზღვისპირა სასტუმროში მივედით საკმაოდ დაღამებული იყო,თუმცა მთვარე მაინც ამაყად ანათებდა და ასხივებდა იქაურობას. მშვიდი  ზღვა და თბილი ნიავი სახეზე რომ ნაზად გელამუნებოდა.

-რიუჯინ,ეს სასტუმრო როდის დაჯაშ-

-მე? არაა,ეს ჯონგუკმა გააკეთა.

-რა? რატომ?

-ჰეი,მარტო ჩვენთვის კი არა,ჩვენი ჯგუფის ხალხისთვისაც,მთლიანი სასტუმრო ჩვენს განკარგულებაშია.

-რა? მთლიანად?-ლამის თვალები გადმომიცვივდა იმხელაზე გავაფართოვე, მთლიანი სასტუმრო?! ადრე უბრალოდ ერთ ღამესაც ვერ ვჩერდებოდი ყველაზე იაფიან სასტუმროში.მან კი მთლიანად- ვაჰ"გვითხარი,რომ მდიდარი მამიკოს შვილი ხარ,ისე რომ არ გვითხრა,რომ მდიდარი მამიკოს შვილი ხარ." აი ზუსტად.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now