vol 8

1.2K 111 15
                                    

სასტუმროს ბოლო სართული ბურუსს მოეცვა, ჯონგუკის გასვლის შემდეგ ხალხი ერთმანეთის უკუგდებით აეკიდნენ.ზოგი ლიფტით,ზოგიც კიდევ კიბით, რამდენიმე მათგანმა საავარიულო კიბეც კი გამოიყენა.

გაკვირვებული ვიდექი და ყველაფერს ვაანალიზებდი ,სანამ ისევ რიუჯინმა არ გამომაფხიზლა.

-ჰანა?! აქ დგომის დროა? უნდა წავიდეთ!-მაჯაში ხელი ჩამავლო და  უკვე თავისუფალ ლიფტში შემიყვანა.

-ღმერთო,მარკუსი სულ მთლად გაგიჟდა? საღამოს არ უნდა ყოფილიყო ჩხუბი? ჯანდაბა...-ამოიხვნეშა რიუჯინმა

-და ჯონგუკიც სულელივით დათანხმდა.-გავაგრძელე მე.

-ჰანა...შენ ჩემი მეგობარი,არა საუკეთესო მეგობარი ხარ,მაგრამ გთხოვ გაიაზრე ის,რომ ჯონგუკი ამას შენთვის აკეთებს. ნუთუ ვერ ხედავ?

-ვხედავ,მაგრამ არავინ ეხვეწებოდა ამის გაკეთებას.

-შენც არავინ გეხვეწებოდა,მარკუსის კოცნას.-და აი ისევ,იქ ვბრუნდები. იმ ღამეს სადაც შეცდომა დავუშვი. საერთოდ რატომ ვიფიქრე რომ ჯონგიკისთვის რაიმის დამტკიცება მჭირდებოდა? მე ბრმა არ ვარ,ის სიმპათიურია,იმაზე უფრო მეტადაც კი ვიდრე ჩემს თავს ვაძლევ უფლებას ვაღიარო. მაგრამ იმ ღამეს ჯონგუკის ქცევამ იმაზე მეტად გამაბრაზა და გული მატკინა,რომ ჩემს პრინციპებსაც კი გადავაბიჯე.მხოლოდ ეს მიუთითებს იმაზე რაოდენ გავლენა აქვს მას ჩემზე. და კი ეს მართლია.და ეს გავლენა იმდენად ძლიერია ,რომ ჩემთვის სრულიად ნაცნობ ბიჭს ვაკოცე ტუჩებში!....მოიცადე....ვაკოცე?

თავი საშინლად ამტკივდა, თავრბუ დამეხვა და წონასწორა დამერღვა,ამიტომაც ლიფტის სახელურს დავეყრდენი.

-ჰანა? კარგად ხარ?-ნერვიულად მკითხა რიუჯინმა.

-რიუჯინ... ყველაფერი არასწორად გაიგეს....

-ჰანა! მაშინებ! რას გულისხმობ ამაში?

-მე...არ....-სიტყვებს თავს ძლივს ვაბამდი როდესაც ლიფტი გაჩერდა და კარებიც გაიღო.-რიუჯინ! ახლავე. იქ უნდა წავიდეთ სადაც შეჯიბრი იმართება.ახლავე!-რიუჯინმა თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და თავი დამიქნია.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now