voll 17(the and)

1.3K 100 22
                                    

-შენ რა მართლა აპირებ,ამის ყიდვას?-რიუჯინი ხელში მუქ წითელ კაბას ატრიალებს,რომელიც მე რამდენიმე წუთის წინ ავირჩიე.

-დიახ,და თუ შეიძლება გადაეცი მოლარეს.-ჩანთიდან ბარათს ვაძვრენ და ფულს ვიხდი.ისინი კაბას ლამაზად შეფუთვაში მიდებენ და მაწვდიან.

-ღმერთო,ჰანა სერიოზულად,ამ წვეულებაზე შეგეძლო სხვა კაბა აგერჩია,ამ დილა უთენია ამის საყიდლად რომ არ გამოგეყვანე.-წუწუნებს როუჯინი უკვე მანქანაში,მას შემდეგ რაც მე კაბა მძღოლს გადავეცი და მისი სახლში წაღება ვთხოვე.

-მე ეს მინდოდა,შენთვის კი ჯობია სწრაფად ატარო,არ მინდა უნივერსიტეტის პირველვე დღეს დამაგვიანდეს.

დიახ,უკვე უნივერსიტეტში ვარ,სკოლა დავამთავრე,რაც იმას ნიშნავს რომ ჯონგუკის წასვლის შემდეგ ერთი  მტანჯველი წელი გავიდა.თავიდან ძალიან მიჭირდა,დედაჩემმა ფსიქოლოგთან წასვლაც კი მირჩია,თუმცა მას შევპირდი რომ ჩემთვის დრო მოეცა და ყველაფერს გადავლახავდი. სკოლამ როგორც ასე ყურადღება გადამატანინა,ჩემი მეგობრები ყოველთვის ცდილობდნენ გავემხიერულებინე და გამოსდიოდათ კიდევაც.

რიუჯინი და ჯიმინი შერიგდნენ, და მათ ჟღურტულს თითქმის ყოველდღე ვისმენ,უკვე ცოტა მაღიაზიანებენ კიდევაც,კარგი ვხუმრობ,მათ გამო მიხარია,უფრო კი იმის გამო რომ ქალაქის ახალგაზრდობა აღარ არის ორად გაყოფილი,მარკუსი ჩემთვის საფრთხის მიყენების გამო, და კიდევ ძალიან ბევრი უკანანო საქმიანობისთვის ციხეში უკრეს თავი,თანაც კარგა ხნით, რადგან აღარავინ იყო ვინც ქალაქის მეფის ტიტულისთვის იბრძოლებდა, მანდამენტები და დემანტორები უბრალოდ გაქრნენ.შუღლო აღარსად იყო და ახლა ყველანი ერთად ატარებენ დროს.

რაც შეეხება თეჰიონს,მან თავისი შეყვარებული გაგვაცნო,მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ,მისი რჩეული ბიჭი აღმოჩნდა და არა გოგო,თეჰიონის ორიენტაციის შესახებ ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა როდესაც კლუბში ვნახე როგორ კოცნაობდა ბიჭთან,თუმცა ვიფიქრე მთვრალია და თვითონაც არ იცის რას აკეთებსთქო,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი,მის გამო მიხარია,და მისი შეყვარებულიც,სუბინი ძალიან კარგი ბიჭი ჩანს.

my stepbrother | JJKWhere stories live. Discover now