ზღვის ტალღების ხმა სასიამოვნოდ ჩამესმის ყურში,გაღებული აივნის კარებიდან თბილი ნიავი ოთახში აღწევს და ჩემს თმებს არწევს. თვალებს ოდნავ ვახელ,უეცარი შუქის გამო ვერაფერს ვხედავ,ამიტომაც ჯერ თავს ვწევ და შემდეგ ფართოდ ვახელ თვალებს.ირგვლივ ვიხედები.არავინაა. ამოვისუნთქე და შემდეგ არეულ მდივანს დავაკვრიდი,რომელზედაც ბალიში და თხელი გადასაფარებელი არეულად იდო. მიხვდი ,რომ ჯონგუკი სწორედ იქ იწვა.
ჯონგუკის გახსენებაზე,წუხანდელი ღამის მოგონებებმა ერთიანად დაიწყეს ამოფრქვევა. ზღვა, სასმელი,მოფერება,კოცნა.
თაგზე ხელი შემოვირტყი და გაშტერებული ვუყურებოდი სივრცეში.თუ იმით ვიმსჯელებთ,რომ პიჟამო ისევ თავის ადგილზეა,ჯონგუკიც გვერდით არ მიწევს და მოძრაობისას ერთი ადგილი არ მტკივა,გამოდის,რომ გუშინ კოცნის გარდა არაფერი მომხდარა.ალბათ ,რომელიმე ჩვენგანს მაინც უმუშავებდა ტვინი და საქმე იქამდე არ მიიყვანა.
საწოლიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი.
თეთრი შორტები და შავი ტოპი ჩავიცვი,ამის შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი.ეზოში არავინ იყო, გუშინდელი ამბის ნატამალიც კი არ იყო.მხოლოდ რამდენიმე სასტუმროსნ პერსონალი,რომლებიც პლაჟსა და ეზოს ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ.
შესასვლელეში ერთი გოგონა გავაჩერე,რომელსაც ლანგარი ეკავა ალკოჰოლის ბოთლით და ჭიქებით.
-ბოდიშით,ხომ არ იცი დანარჩენები სად არიან?
-რათქმაუნდა,ისინი ბოლოს სართულზე არიან,მაღლა.
-და იქ რა უნდათ?
-აჰ, თქვენ ალბათ არ იცით. სასტუმროს ბოლო სართულზე აუზია გაშენებული,ამიტომაც ჩვეი სტუმრები იქ ისვენებენ.
-ახლა ,გასაგებია. იქ მიდიხართ?-თვალებით ლანგარზე ვანიშნე.
-დიახ,ბატონმა ჯონგუკმა საუკეთესო ალკოჰოლის ამოტანა მიბრძანა.
![](https://img.wattpad.com/cover/345056507-288-k20573.jpg)
YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanficლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥