ჯიჰუნი ჯონგუკის მამა არ არის?!
მოიცადე,მაშინ ვინ არის ჯონგუკის მამა?
ყველაფერი იმაზე დამაბნეველი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრე. დედაჩემსაც ვერ ვკითხავდი,რადგან არამგონია ეპასუხა,ან უარესი საერთოდ მომატყუებდნენ და ამ ამბავს მიჩქმალავდნენ.
მთელი დღე მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ის აზრი რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა სიმართლე აღმოჩენილიყო,ძალიან მაფორიაქებდა.
ბოლოს იმ გადაწყვეტილებამდე მივედი,რომ ბატონი ჯიჰუნის კაბინეტში შევიპარე და მისი კბილის ჯაგრისი ავიღე,ხოლო შემდეგ სხვით ჩავანაცვლე.
ამის შემდეგ კი ჯონგუკის თმის რამდენიმე ღერიც ავიღე,ამ ყველაფრით სწრაფად გავიქეცი უახლოეს ლაბორატორიაში და სწრაფად მოვითხოვე მათზე დეენემის ტესტის ჩატარება.
მითხრეს რომ პასუხი საღამოს იქნებოდა.სახლში ტაქსით დავბრუნდი, სანამ სახლში შევიდოდი ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
ჯონგუკისგან:
"საყვარელო,ახლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს,მაგრამ ვეცდები მალე მოვრჩე,დღეს შენი სადღაც წაყვანა მსურს ამიტომ,8 საათისთვის მზად იყავი.ძალიან მიყვარხარ"
გამეღიმა,თუმცა ჩემი ღიმილი მაშინვე გაქრა როცა ბოლო დროინდელი მოსმენილი გავიხსენე.
სახლის კარი მოსამსახურემ გამიღო.
-ქალბატონო ჰანა მობრძანდით.
-გმადლობ,სახლში არის ვინმე?
-ოჯახის წევრებიდან არა,თუმცა სტუმარი გვყავს, ვუთხარი არავინ იყო სახლში,თუმცა დაიჟინა ეს ჩემი სახლიცააო.-წარბები შევჭმუხნე,ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო?
-სად არის?
-მისაღებ ოთახში.-მაშინვე იქეთკენ გავწიე და ფანჯარასთან მდგომი კაცი დავინახე, რომელიც სიგარას აბოლებდა.
-ვინ ბრძანდებით?-ვკითხე და მას მივუახლოვდი. კაცმა ჩაიცინა და შემდეგ შემომიტრიალდა. ის ძალიან ჰგავდა ჯონგუკს...მოიცადე ის ბიძამისია?
YOU ARE READING
my stepbrother | JJK
Fanfictionლი ჰანა თავისი მამის გარდაცვალების შემდეგ გადადის მისი მდიდარი მამინაცვლის სახლში, სადაც მას მისი გათამამებული და ამპარტავანი ნახევარძმის, ჯონგუკის ატანა უწევს. ვნახოთ, რა მოხდება ამ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანს შორის.❤️🔥