.2.

6 2 0
                                    

დღეები ერთფეროვანი გახდა. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. ყოველ დილას ადგომა, საუზმე, შემდეგ სამსახური, სახლში დაბრუნება დამღლელი დღის შემდეგ, ვახშამი და დაძინება. ისევ დილას ადგომა, საუზმე და სხვა...

აივანზე ვიჯექი. დენისს დილას ადრე მოუწია სამსახურში წასვლა, ამიტომ სახლში მარტო ვიყავი. პიტნის ჩაის ნელა ვწრუპავდი და ქალაქს გავყურებდი. ფიქრებს უფლებას ვაძლევდი, რომ დაეპყროთ ჩემი გონება და ნებისმიერ ადგილას წავეყვანე. უეცრად კი, ამ ფიქრებმა წარსულში გადამაგდო. სად წავიდა ანა? სად გაქრა ის გოგო, რომელიც მუდამ ერთობოდა, წვეულებებზე დადიოდა თითქმის ყოველ ღამე, მეგობრებთან ერთად გიჟობებს სჩადიოდა, ხალისიანი იყო და ცხოვრებით ტკბებოდა. ძველი ანა უბრალოდ კი არ არსებობდა, არამედ მართლაც ცხოვრობდა. სად იყო ახლა ის? როდის ან როგორ გაქრა? ნუთუ დენისის სიყვარულმა მოუღო ბოლო ამას?

მე და დენისი უკვე 2 წელია რაც ერთად ვართ. ამ ორ წელში დენისმა ის ძველი ანა ისე შეუმჩნევლად გააქრო, რომ ვერც კი გავიაზრე, როგორ გადავიქეცი გიჟი გოგოდან წყნარ გოგოდ. ნუთუ დენისს იმდენად ვენდე, რომ ჩემი დამორჩილების და სრულიად შეცვლის საშუალება მივეცი? ეს ყველაფერი ძალიან არეული და არასწორია. ასე არ შეიძლება.

თავიდან, როდესაც მე და დენისმა ერთმანეთი გავიცანით, ყოველთვის ვერთობოდით. სულ სადღაც დავბოდიალობდით. მის გამო ჩემს მეგობრებს აღარ ვეკონტაქტებოდი ხშირად, ბოლოს კი საერთოდ გაწყდა ეს კონტაქტი. დენისმა კი ნელ-ნელა უკლო გართობას ჩემთან ერთად. უფრო და უფრო ნაკლებ დროს ვატარებდით საინტერესოდ.

ახხ, ანა, როგორ გამოგაშტერა ამ ბიჭმა. ამდენის უფლება როგორ მიეცი? სიყვარული მართლაც სისულელეა. ცხოვრებაში არავისთვის მიმიცია ამდენის უფლება.

დენისი... დენისი... დენისი...

გონებაში უსასრულოდ ტრიალებდა მისი სახელი. თუმცა, როგორც წინათ მაღიმებდა ეს სახელი, ამჯერად ასე არ იყო. ეს სახელი უკვე სხვა გრძნობას იწვევდა ჩემში. რაღაც ამოუხსნელს. დაახლოებით ზიზღის მსგავსს.

დენისს, რამდენის უფლება მოგეცი და შენც ისარგებლე ამით. მგონი, აჯობებს რომ ჩემი ცხოვრებიდან სრულიად წაგშალო. შენ დამაკარგინე ჩემი მეგობრები, ჩემი სიგიჟე. ძველი „მე" გააქრე, გაანადგურე.

წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს, ნამდვილად ამოგშლიდი ჩემი ცხოვრებიდან. არასოდეს შეგხვდებოდი და არც გაგიცნობდი. ძალიან ცუდია, რომ დროის მანქანა არ არსებობს და წარსულის შეცვლა არ შემიძლია. თუმცა, შემიძლია აწმყო შევცვალო...  

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now