.4.

5 3 0
                                    

   ეჰჰ... მომნატრებია ძველი დრო. დრო, როდესაც მე და ფოენიქსი ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობდით, ყოველ დილას ერთმანეთს მაიმუნური ხრიკებით ვაღვიძებდით, მერე ბალიშებით ვჩხუბობდით მანამ, სანამ უენერგიოდ არ დავეგდებოდით სადმე. ამ დროს კი წესიერ საუბარს ვიწყებდით. ბავშვობას ვიხსენებდით ან რამე საკითხს განვიხილავდით სანამ ენერგიას აღვიდგენდით. და აი უკვე აქედან იწყებოდა ნორმალური დღე. საუზმე, სასწავლებელი, სახლი, მეცადინეობა და ძილი.

დღეს სახლში წავალ, სადაც დენისთან ერთად ვცხოვრობდი, და წამოვიღებ ჩემს ნივთებს. მისი ნახვა არ მინდა, მაგრამ მომიწევს.

დენისს ჰენდერსონ... სიცოცხლეს გაგიმწარებ. დასანახად ვერ გიტან... ნახავ, ამ ბრძოლაში მე გავიმარჯვებ.

_______________________

როდესაც სახლში მივედი, დენისი იქ არ დამხვდა, რამაც შვება მომგვარა. მშვიდად შევუდექი ნივთების და ტანისამოსის ჩალაგებას. ნიქსი და დიმიტრი მეხმარებოდნენ. ორი-სამი საათი დაგვჭირდა ყველაფრის ყუთებში ჩასადებად და მანქანაში ჩასალაგებლად.

საბოლოოდ, როდესაც სახლში დავბრუნდით, ჩემს ოთახში ავიტანე ყუთები და საწოლზე დაღლილი დავეგდე. დაღლილობისგან ისე ჩამეძნა, რომ ვერც კი გავიგე.

როდესაც გავიღვიძე, უკვე გათენებულიყო. სამზარეულოში ჩავედი და ყავის მზადება დავიწყე ჩემთვის. ფოენიქსსაც გავუმზადე ერთი ფინჯანი და სამზარეულოს მაგიდაზე დავუტოვე. მე კი საძინებელში ავედი, აივანზე გავედი და მშვიდად ჩამოვჯექი სკამზე. ხედს გავყურებდი და მშვიდად ვსვავდი ყავას. გონება სუფთა მქონდა ძლივს და აღარც არანორმალური აზრები მაწუხებდა. თითქოს წამიერად სამყარო გაჩერდა, ყველაფერი დადუმდა, ადამიანები გაქრნენ და ხმაურიანი ქალაქიც დამშვიდდა. გარშემოს ამშვენებდა ცარიელი შენობები, მწვანედ აყვავებული ხეები, ჩიტების ჭიკჭიკი, მზის სხივები, სიმშვიდე... ნეტავ სამყარო მართლაც ასეთი იყოს.

ამ „იდეალური" სამყაროდან კვლავ რეალობაში დავბრუნდი. ქალაქი ახმაურდა, მანქანის სიგნალები ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკს ფარავდა, შენობები ჩრდილავდა მზის სხივებს. ახხ, მომბეზრდა ქალაქის ცხოვრება.

-ანა, კარგად ხარ? -აივანზე ნიქსი გამოვიდა და გვერდით მომიჯდა.

-კი. უბრალოდ, დამღალა ქალაქმა.

-გინდა ამ არდადეგებზე აგარაკზე ავიდეთ? ბუნებაში, სიმშვიდეში.

-დიდი სიამოვნებით.

-ძალიან კარგი. თუ წინააღმდეგი არ ხარ, დიმიტრისაც წამოვიყვან. თუ გინდა შენც წამოიყვანე შენი დაქალი და იქ ვიმაჭანკლოთ მე და შენ.

-ოხხ, რა მაიმუნი ხარ, ნიქს. -გამეცინა მის ნათქვამზე.

მე და ნიქსმა დავგეგმეთ არდადეგები. დიმიტრის და მატილდას შევთავაზეთ წამოსვლა და ორივე დაგვთანხმდა. ნიქსი უკვე მაჭანკლობისთვის ემზადებოდა და რაღაც ხრიკებს იგონებდა, რომ მათ ერთმანეთი მოსწონებოდათ. ნეტავ ამ ორ დღეში მართლა თუ შეძლებს ნიქსი რაიმეს გაკეთებას. 

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now