.6.

7 2 0
                                    

დილას გვიან გავიღვიძე. საათს რომ დავხედე, უკვე დღის 12 საათი იყო. ადგომა დამეზარა. ვიწექი და ჭერს მივშტერებოდი. ფიქრებით სხვა და სხვა სამყაროში დავფრინავდი, როგორც ყოველ დილას.

ეჰჰ, დენისი მომენატრასავით. სიცოცხლეს გაგიმწარებთქო? ასე ვუთხარი? ნუთუ შემიძლია იმდენად ცივი და ბოროტი ვიყო, რომ სიცოცხლე გავუმწარო მხოლოდ რამოდენიმე სიტყვის გამო... არა, ამას ვერ ვიზამ. დაველაპარაკები და მშვიდობიანად მოვგვარდებით. იმედია...

რა ჯანდაბაზე ვფიქრობ. ფიქრებს შევეშვი და ავდექი. საწოლი დავალაგე და სამზარეულოში გავედი. ნიქსი, მატილდა და დიმიტრი ეზოში ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. უეცრად, გენიალურმა იდეამ გამიარა თავში. ჩემს ოთახში შევირბინე და უჯრიდან ბუშტები გამოვარბენინე. აბაზანას მივაშურე და მალევე ავავსე წყლით. ფეხაკრეფით გამოვედი აბაზანიდან და გარეთ ჩუმად გავედი. ბუშტები დავუშინე მათ და თან სიცილი ამიტყდა. ზოგი ზედ შეასკდათ, ზოგი კი უვნებლად ძირს დაეცა. ნიქსმა სწრაფად სტაცა ხელი გადარჩენილ ბუშტებს და მესროლა. და აი ასე დავიწყეთ წუწაობა...

დიმიტრი უცებ გაქანდა ეზოს ბოლოში, შლანგი აიღო, წყალი მოუშვა და წამში სველები ვიყავით ყველა. გასაწური ვიყავი, პირდაპირი მნიშვნელობით. რამდენი ხანია ასე არ მიმხიარულია. სიცილ-კისკისით შევედით სახლში და, რა თქმა უნდა, იატაკი სულ დავასველეთ. მალევე გამოვიცვალეთ ტანსაცმელები და იატაკიც მოვწმინდე.

-ოხხ, ანა, რა მაიმუნი ხარ. -მითხრა ნიქსმა სიცილით.

-არც შენ ხარ ნაკლები, ძამიკო.

მთელი დღე თამაშში გავატარეთ. ხან კარტებს ვთამაშობდით, ხან რას და ხან რას. საღამოსკენ გენიალური იდეა შევთავაზე გარშემო მყოფებს.

-მოდი, ტყეში გავისეირნოთ.

-მშვენიერი აზრია.

ამყვნენ დანარჩენებიც. პატარა ზურგჩანთა ავიღე და რამოდენიმე პატარა ბოთლით წყალი და რამოდენიმე ვაშლი ჩავაგდე. სახლის ღობეს რომ გავცდით, ერთი ბილიკი დავინახეთ და იმას გავყევით. შევთანხმდით რომ ბილიკს არ გადავუხვევდით, რადგან გამორიცხული არ არის დავიკარგოთ. ბილიკზეც ბატებივით დავდივართ და ისე ტყეში კიდევ თხებივით ვირბენთ.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now