.15.

9 0 1
                                    

-ანა, მისმინე, ვერ მოგცემ უფლებას, რომ ჩემს უმცროს ძმასთან იყო. მე ისევ მიყვარხარ და ისედაც რთულია ჩემთვის შენი სხვასთან დანახვა, და ეს სხვა თუ ჩემი ძმა იქნება, გავგიჟდები. შენს თავს სხვას ვერ დავუთმობ, ჩემ ძმას მით უმეტესს. იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ? ძალიან გამეხარდება, თუ ისევ ჩემი გოგო იქნები, მაგრამ ვიცი, რომ ეს აღარასოდეს მოხდება. თავის დროზე ვერ შევძელი შენი შენარჩუნება. ხომ ხედავ, ჯერ კიდევ ვერ გეშვები. ნასვამზე კიდევ, თავს ვეღარ ვაკონტროლებ და შენთან მოვდივარ. ძალიან მიყვარხარ, შეიგნე.

დენისს ხმა გაებზარა. მისკენ გავიხედე და მის ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები შევნიშნე. თავს ამ წამს დამნაშავედ ვგრძნობდი. ნუთუ ღირს ასე ღრმად შეტოპვა? დენისს მხარზე ხელი მოვხვიე და თავი ჩემს მხარზე დავადებინე. თმაზე ვეფერებოდი და მის დამშვიდებას ვცდილობდი.

-დენისს, მისმინე, დროა, რომ დამივიწყო. უკვე დავშორდით. კი, მესმის რომ ძნელია და არ შეგიძლია ასე ორ წამში გადამიყვარო, მაგრამ როდემდე უნდა იყო მასე? დამივიწყე, ვინმე სხვა იპოვე და ის შეიყვარე. მე შენ ხელმეორედ ვეღარ შეგიყვარებ. შენ კი ფიქრობ ახლა, რომ სხვას ვერ შეიყვარებ, მაგრამ მასე არაა. აუცილებლად იპოვი ვინმეს, ვინც ჩემზე მეტად შეგიყვარდება და ისიც გულით შეგიყვარებს. სხვასთან უფრო ბედნიერი იქნები, ვიდრე ჩემთან.

სიჩუმე ჩამოწვა. არც ერთი ვიღებდით ხმას და არც მეორე. ნახევარი საათი გავატარეთ ასე. როდესაც დენისი საბოლოოდ დამშვიდდა, მანქანა დაძრა, სახლში წამიყვანა, დამემშვიდობა და წავიდა. ჩემს ოთახში ავედი და ტელეფონი ავიღე. სოც-ქსელები შევამოწმე და ინსტაგრამზე მესიჯის მოთხოვნა დამხვდა თომასისგან. მალევე ვუპასუხე და გადავდე ტელეფონი გვერდით. ჭერს მივშტერებოდი. უკვე ჩვევაში გადამივიდა ყოველდღე საწოლზე უაზროდ წოლა და ჭერის ყურება. ცხოვრება მოსაწყენი ხდება ისევ. წარსულისკენ წავედი ნელ-ნელა. ტელეფონზე კვლავ შეტყობინება მოვიდა და მომაშორა ფიქრები გონებიდან. ტელეფონს დავხედე, დიმიტრიმ მომწერა. რამდენი ხანია დიმიტრი აღარ მინახავს. მისი მესიჯის დანახვისას გამეღიმა.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now