ჩემს ოთახში, საწოლზე, ვაგდივარ და ჭერს მივშტერებივარ. არანაირი საქმე არ მაქვს, ამიტომაც, ფიქრებს გავყევი. კვლავ დენისთან გატარებული დღე-ღამე გამახსენდა და შუბლზე მივირტყი ხელი. შტერი, ჩლუნგი და დებილი. კიდევ კარგი თვითონ შემომთავაზა წასვლა და მე არ მივადექი პირველი, ვიტყვი ნასვამი ვიყავი და ვერ ვაზროვნებდითქო. ახხ, ისევ ვდებილობ. ჩემი ბრალია, აბა სხვა ვისი ბრალი უნდა იყოს. ვინმე მაძალებდა დალევას? მე თვითონ ვსვავდი და ვსვავდი. აწი, ვეცდები იმდენი დავლიო რომ აზროვნების უნარი შემრჩეს და ყოფილის საწოლში არ აღმოვჩნდე.
ერთი კვირა გავიდა ამ ამბების შემდეგ და მე ჯერ კიდევ ამაზე ვფიქრობ. ასე კუნძივით საწოლზე მიგდებული ყოფნას ჯობია ავდგე და რამე გავაკეთო. რამე უნდა მოვიფიქრო.
.....
ორი საათის წინ ვთქვი, რამე საინტერესო უნდა გავაკეთოთქო, მაგრამ, ჯერ კიდევ საწოლზე ვაგდივარ. ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაგის გარდა ყველაფერზე ვიფიქრე. ათას შტერობაზე ვცდილობდი პასუხის პოვნას, მაგრამ დიდი ალბათობით არც ერთს არ აქვს სწორი პასუხი და ტვინი სულ ტყუილად ვიჭყლიტე. და ეს უაზრობებიც რომ გამომელია საფიქრელად, მათემათიკურ მაგალითებს ვხსნიდი. კვადრატულ განტოლებებს და პითაგორას მივადექი. არა რა, ტვინი მაქვს მაგრამ იმდენი ჭკუა არა, რომ სწორად გამოვიყენო.
-რას შვები, სელაპო? -ოთახში ნიქსი შემოვიდა. ეტყობა მოიწყინა და ჩემი ნერვების მოსაშლელად მოვიდა.
-ჭერს ვზომავ.
-რა უსაქმური ხარ. -თქვა და საწოლზე, ჩემ გვერდით ჩამოჯდა. -რამე გავაკეთოთ რა, მოვიწყინე.
-რა გავაკეთოთ?
-აუ, რავიცი მე. მოიფიქრე და გავაკეთოთ. -თქვა და ტელეფონში დაიწყო ქექიალი. ცოტა ხანში, ტელეფონი ჩემსკენ შემოაბრუნა რაღაცის საჩვენებლად. ნუ, მე ასე მეგონა, სანამ მისი ხელი მომხვდებოდა ლოყაზე. ოდნავ მომარტყა, მაგრამ ამას ხომ არ შევარჩენდი. წამოვხტი ეგრევე საწოლიდან და დავახტი თავზე. ხელები გამიკავა და საწყალი ბავშვის თვალებით მიყურებდა. -აუ, გთხოვ არ დამარტყა. კიდევ ეგ მიდნა მე? ისედაც რას მიგავს ხელები შენს ხელში. -ისე მეხვეწებოდა, გეგონება ერთი ხელის მოსმით არ შეეძლოს ჩემი თავიდან მოშორება. მაინც არ ვშორდებოდი და ვცდილობდი მებწკინა მისთვის. საბოლოოდ, ხელები გავითავისუფლე და გემრიელად ვუბწკინე. მაშინვე წამოხტა საწოლიდან და გაიქცა. მეც გავეკიდე, მაგრამ მალევე გავჩერდით. დაგვეზარა ორივეს სირბილი. მე ჩემს ოთახში შევბრუნდი და ტელეფონში ქექიალი დავიწყე. რამოდენიმე წუთში ნიქსმა შემოყო თავი ოთახში.
YOU ARE READING
Sky Full Of Stars...
Romance-დრო და დრო შენზე უფრო ხშირად ვფიქრობ, ვიდრე მეგონა. __________________ -ეს ფიქრები, შენზე, მუდამ თან დამსდევს. ნეტავ მცოდნოდა, რომ არასწორი არჩევანი იყავი.