.3.

5 2 0
                                    

მისაღებ ოთახში ვიჯექი და ლეპტოპის დახმარებით ელექტრონულ ფაილებს ვაწესრიგებდი, როდესაც ოთახში დენისი შემოვიდა. ის დივანზე, ჩემგან ოდნავ მოშორებით დაჯდა და ტელევიზორი ჩართო. ყურადრბა არ მივაქციე და განვაგრძე მუშაობა.

-ანა, მოდი ფილმს ვუყუროთ.

-ახლა არა, დენისს.

-რატომ?

-არ მცალია.

-რას ნიშნავს არ გცალია? რას აკეთებ?

-ვმუშაობ და არ მცალია.

-აჰა, ანუ ჩემთვის არ გცალია?

-დენისს, შემეშვი. ახლა ამის ნერვები არ მაქვს.

   დენისი ჩემსკენ მოიწია და ლეპტოპი დახურა.

-რას აკეთებ?!

-ანა, რას ნიშნავს არ გცალია? რომ გეუბნები მოდითქო, ესე იგი უნდა მოხვიდე.

-შემეშვი!

-რა გჭირს? რანაირად იქცევი?

-დენისს, შენთან სალაპარაკო მაქვს. არ მინდოდა ამის ახლა თქმა, მაგრამ, მაიძულებ.

-რისი თქმა?

-დაშორება მინდა. მე შენ აღარ მიყვარხარ...

-რა? გთხოვ, თქვი რომ მეხუმრები.

-არა, არ გეხუმრები.

-ანა, ეს ძალიან ცუდი ხუმრობაა. შეწყვიტე.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now