.11.

8 2 0
                                    


შემოდგომა მოვიდა უკვე. ჯერ სექტემრის დასაწყისია, ამიტომ ისევ ცხელა და ხეებიც ჯერ კიდევ ამწვანებულია. გრილი ნიავი ნაზად არხევს ფოთლებს და აშრიალებს. ფოთლებს ნელ-ნელა ეპარება ყვითელი ფერიც, თუმცა შეუმჩნეველია ჯერ.

დღეს ნიქსი ძმაკაცის დაბადების დღეზე წავიდა და იქ რჩება. სახლში მარტო უნდა ვეგდო. სახლი უკვე დავალაგე, ამიტომ საქმე არ მაქვს. ცივი ყავა გავამზადე და აივანზე ჩამოვჯექი მშვიდად. ჩემი „ბიბლიოთეკიდან" ერთ-ერთი წიგნი ამოვარჩიე. სახლში საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს. თაროებზე ძლივსღა ეტევა. წიგნები დალაგებული მაქვს ჟანრის, შინაარსის და მოწონების მიხედვით. წაკითხული და წაუკითხავი წიგნები ცალ-ცალკე დევს. წიგნების კითხვა ძალიან სასიამოვნოა. კითხულობ, როლებში შედიხარ, ცხადად ხედავ ფურცელზე დაწერილ სიტყვებს და ყველაფერს შეიგრძნობ, სხვა სამყაროში მოგზაურობ და დროის შეგრძნებას კარგავ. ეს ენით აუწერელი გრძნობაა. თუმცა, ყველა წიგნის მოყვარული დამეთანხმება, რომ წიგნების კითხვაზე მეტად, მათი ყიდვა გვიყვარს.

გადავშალე ჩემს მიერ არჩეული წიგნი და შევუდექი კითხვას. თავიდან ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო, თუმცა ნელ-ნელა გავიგე ყველაფერი და იმდენად შევყევი კითხვას, რომ ვეღარ ვხურავდი წიგნს. „კიდევ ერთ თავს წავიკითხავ და ვსო" -ს ძახილით ნახევრამდე მივედი. მოვლენები იმდენად საინტერესოდ და მოულოდნელად ვიარდებოდა, რომ ვერ ვწყდებოდი კითხვას. ამ ნახევარზეც არ გავჩერდებოდი, მიას რომ არ დაერეკა.

-რას შვები, ანო?

-წიგნს ვკითხულობ. შენ?

-ვუსაქმურობ. გავიდეთ სადმე?

-აუ კი.

-სად?

-შენ აარჩიე.

-ჰმმ, კლუბში გინდა?

-კი, რატომაც არა. რამდენი ხანია აღარ ვყოფილვარ კლუბში.

-მშვენიერი. ჰოდა, საღამოს თერთმეტისკენ მზად იყავი და გამოგივლი.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now