.5.

4 3 0
                                    

წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს აგარაკზე ვიყავი. აქ მშობლებთან და ნიქსთან ერთად ამოვდიოდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა ეზოში თამაში, ყვავილების დაკრეფა და ჰამაკში წიგნის კითხვა. ამწვანებული ტყე, ტანმაღალი ხეები, ფერად-ფერადი ყვავილები, ჩიტების ჭიკჭიკი, სიმშვიდე.

ეჰჰ, მენატრება ძველი, უდარდელი დრო, ბავშვობა... ყველაფერი როგორი იდეალური იყო. მე კი მხოლოდ ერთი რამ მსურდა, რაც შეიძლება მალე გავზრდილიყავი. როგორ მინდა წარსული დავაბრუნო...

ეს სახლი ბევრ მოგონებებს მიღვიძებს. როგორ გავინაბებოდი ხოლმე დედის მკლავებში როდესაც ნიქსი მაშინებდა მონსტრებით და ტყის ცხოველებით, მამასთან ერთად როგორ ვისროდით ტირს, ჭექა-ქუხილის დროს ნიქსი მამშვიდებდა, წუწაობისას დედას და მამასაც ავიყოლიებდით ხოლმე. ბავშვობა ნამდვილად შესანიშნავი ცხოვრების პერიოდია. მაგრამ, როგორც ყველა შესანიშნავ მოვლენას, ამასაც ჰქონდა დასასრული.

სახლის კარი როგორც კი შევაღე, ბავშვობის სურნელი ვიგრძენი. მაშინვე ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ყველაფერი ძველებურად იყო. საწოლზე უამრავი სათამაშოები ელაგა, საწერ მაგიდაზე კი წიგნების გროვა იყო. კედელზე ჩემი ნახატები იყო გაკრული. ხატვის ნიჭი დიდად არ მაქვს და არც რამე გადასარევი იყო კედელზე გაკრული. უმეტესად სტიკმენები ეხატა.

ჩემს ნახატებს ვათვალიერებდი და მეღიმებოდა. გულში სითბო ჩამეღვარა და მთელ სხეულს მოედო.

-რა მშვენიერი ნახატია. -ზურგს უკან დიმიტრის ხმა მომესმა.

-პატარა როდესაც ვიყავი ხატვა ძალიან მიყვარდა. ერთი პერიოდი მინდოდა კიდეც, რომ მხატვარი გავმხდარიყავი.

-და რამ შეგაცვლევინა აზრი?

-ცეკვამ. ცეკვა უფრო მეტად შემიყვარდა და საბოლოოდ ხატვას შევეშვი.

-მოიცა, ეს ნიქსია? -ერთ-ერთ ნახატზე მიმითითა დიმიტრიმ.

-ჰო, მე და ნიქსი ვართ. ასეთებს ხშირად ვხატავდი ხოლმე. როდესაც ნიქსი მაბრაზებდა ვხევდი ამას და ვუყვიროდი მძულხართქო. -გამეცინა ჩემს ნათქვამზე.

-მერე ნიქსი რას აკეთებდა ხოლმე?

-შოკოლადებს მჩუქნიდა შესარიგებლად. მაგრამ, ზოგჯერ ეს ხრიკი არ მუშაობდა.

საბოლოოდ, ოთახის თვალიერებას რომ მოვეშვი, მისაღებ ოთახში გავედით. ფოენიქსი და მატილდა რაღაცებს ათვალიერებდნენ ტელეფონში.

ოთხივე ძალიან დაღლილები ვიყავით მგზავრობისგან და ძალიან გვშიოდა. მე და მატილდა სამზარეულოში გავედით და დავიწყეთ სადილის მზადება. მუსიკები გვქონდა ჩართული და ცეკვა-სიმღერით ვამზადებდით პასტას.

მატილდას ვუთხარი ნიქსი არდადეგებზე რასაც აპირებდა. მან კი მშვენიერი იდეა მომაწოდა. ნიქს გავეღადავებით, რომ მატილდას ის მოსწონს და სხვა არავინ აინტერესებს. ნიქსის გაოცებული სახე როგორ მაინტერესებსსს. საინტერესოა, ნიქსი რას უპასუხებს. ადრე ნიქსს მოსწონდა მატილდა და სიტყვას ვერ ეუბნებოდა გამართულად, ისე იბნეოდა მისი დანახვისას. ამის გახსენებისას იმდენი ვიცინეთ მე და მატილდამ რომ მუცელი აგვტკივდა.

სამზარეულოში ბიჭები შემოვიდნენ და ჩვენც შევწყვიტეთ საუბარი. დიმიტრიმ გვერდი რომ ამიარა, უეცრად რაღაც ვიგრძენი. რაღაც ძალიან მწარე. იმ ლაწირაკმა ხელზე მიბწკინა. მეც არ დავაკელი და ზურგში გემრიელად ჩავაფეთე ხელი.

-აუ, მინ, იმენა მამალი ქალი ხარ რაა. რა მწარე ხელი გაქ. -მითხრა მან და ნიქსს მიუჯდა გვერდით.

-ღირსი ხარ. -დამპლურად გავუღიმე.

მე სუფრის გაწყობა დავიწყე, სანამ მატილდა პასტის მომზადებას დაასრულებდა. ბიჭებიც მომეხმარნენ. სადილის შემდეგ, ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. გვიანობამდე არ გავჩერებულვართ. ყველას მალევე ჩაგვეძინა. დღეს საკმაოდ დამღელი დღე იყო და დასვენება ნამდვილად გვჭირდებოდა.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now