.8.

5 2 0
                                    

ძალიან ცხელა. კი, ვიცი რომ ზაფხული ზოგადად ცხელი სეზონია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივზე მეტად ცხელა. საწოლზე ვგდივარ და წიგნს ვინიავებ. აუ, ახლა რა კარგი იქნებოდა წუწაობა, ზღვა, აუზი...

-ნიქს, ნიქს. -ნიქსის ოთახისკენ გავიქეცი და საბედნიეროდ ნიქსი იქ დამხვდა.

-რა გინდა. -ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, თითქოს სიცხისგან კვდებოდა.

-აუუ, აგარაკზე ავიდეთ რა. უკანა ეზოში ხო აუზი გვაქ და გავგრილდეთ.

-კაი აზრია. მარტო ავიდეთ თუ წავიყოლოთ ვინმე?

-წავიყვანოთ ვინმე. მე იქ მარტო შენთან ერთად გამჩერებელი არ ვარ.

-ვაიმე, შე საწყალო, არც კი იცი რა მოგივა.

-ნიქს, 24 წელია რაც ჩემი ძმა ხარ. შენი აზრით, არ ვიცი რა მოხდება აუზზე? ძალიან კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ იქიდან მხოლოდ გარუჯული არ ჩამოხვალ.

-ერთხელაც იქნება შემომაკვდები.

-დავაი რა.

ჩემს ოთახს დავუბრუნდი. ტელეფონი ავიღე და ლიზას მივწერე. ვკითხე წამოვიდოდა თუ არა აგარაკზე. მალევე მიპასუხა მან, დამთანხმდა. აუ, ნიქსი ალბათ დიმიტრის დაპატიჟებს. თან მიხარია და თან არ მინდა. მიხარია, რადგან მისი ნახვის ბედნიერება მექნება. არ მიხარია, რადგან ლიზა მაიმუნობას დაიწყებს.

____________________

ერთობლივი მუშაობით აუზი მალევე გავასუფთავეთ და წყლის ავსება დავიწყეთ. სანამ აუზი გაივსებოდა, ცივი ყავა გავამზადე, აივანზე ვისხედით მშვიდად და ვსაუბრობდით. მომენტებში თვალი დიმიტრისკენ გამირბოდა. მაგრამ, როგორც კი ლიზას მზერას ვიგრძნობდი, მაშინვე სხვაგან ვიხედებოდი. ახხ, არ მომესვენებს ეს გოგო. არ გამიკვირდება დიმიტრისთან ერთად რომ ჩამკეტოს ოთახში. კიდევ კარგი ჩემი ფიქრები არ ესმის, თორემ ამ იდეას მართლა განახორციელებდა. გამაგიჟებს ეს გოგო რა.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now