.10.

5 2 0
                                    

თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც მე და დენისი დავშორდით. მასზე რამოდენიმეჯერ გამეფიქრა და არეულმა გრძნობებმაც შემომიტიეს. ჩემს რაღაც ნაწილს ის სასტიკად სძულდა, მეორე ნაწილს კი კვლავ ჰქონდა მცირე გრძნობები მის მიმართ, გულის რაღაც ნაწილი კი მას კარგ მეგობრად აღიქვამდა.

ქალაქის ქუჩებში ვსეირნობ და გონების გასუფთავებას ვცდილობ. ქალაქი უჩვეულოდ მშვიდია. რადგან ახლა აგვისტოა, ყველა სადღაც არის დასასვენებლად წასული. მე კი ახლახანს დავბრუნდი ქალაქში.

მშვიდად მივსეირნობდი, როდესაც ვიღაცას შევეჯახე. მალევე მივბრუნდი მისკენ ბოდიშის მოსახდელად და მანაც იგივე გაიმეორა. წამში კი ათასმა გრძნობამ გადამირბინა გულში, თუმცა უკვალოდ გაქრა ყველა და სიცარიელემ დაისადგურა.

-დენისს, არ მეგონა აქ თუ გნახავდი. როგორ ხარ?

-კარგად, ანნა. თავად როგორ გიკითხო?

-მეც კარგად.

-რაიმე საქმე თუ არ გაქვს, შენთან საუბარი მსურს.

-არაფერი საქმე არ მაქვს.

-ძალიან კარგი.

მე და დენისი ერთ-ერთ ახლო მდებარე კაფეში შევედით, ცარიელ მაგიდას მივუჯექით და ცივი ყავა შევუკვეთეთ. ბევრი ვისაუბრეთ და საბოლოოდ ყველაფერი დავალაგეთ. მეგობრებად დავრჩებით, თუმცა რამდენიმე წესიც დავადგინეთ, რომ საზღვრებს არ გადავაბიჯოთ და ეს მეგობრობა კვლავ „სიყვარულში" არ გადავიდეს. საკმაოდ მარტივი წესებია, არ იქნება რთული მათი დაცვა.

რამოდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, დენისმა სახლამდე მიმაცილა. ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი. სოც-ქსელების ქექვა დავიწყე. არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, თუმცა მაინც ვერ ვშორდებოდი ტელეფონს. ასე რამდენს ხანს ვიყავი არ ვიცი, მაგრამ ნიქსმა გამომაფხიზლა. ჩემი ოთახის კარი შემოაღო და საწოლს მოუახლოვდა.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now