.9.

7 2 0
                                    

დილას ადრე არ გამიღვიძია. საათს რომ დავხედე დღის 11 საათი იყო. ავდექი და მისაღები ოთახისკენ გავეშურე. მთქნარებით მივედი და დივანზე ჩამოვჯექი დანარჩენებთან ერთად. ყველა უკვე გამოფხიზლებული იყო. მხოლოდ მე ვიჯექი მძინარე სახით და ყოველ 15 წამში ვამთქნარებდი. არადა ყველაზე დიდხანს მე მეძინა, ღამითაც ადრე დავწექი დასაძინებლად და დილასაც გვიან გავიღვიძე.

-აბა, ჩავიდეთ აუზში? -იკითხა ნიქსმა.

-დავაი, ჩავიდეთ. -ავყევით ყველა.

სწრაფად გამოვიცვალეთ ტანსაცმელი და ჩავხტით აუზში. ძალიან სასიამოვნო იყო გრილ წყალში ცურვა. დიდხანს ვცურაობდით, ერთმანეთს ვწუწავდით და ვმხიარულობდით. ნიქსი, რა თქმა უნდა, ისევ არ მასვენებდა. ერთხელაც იქნება დამახრჩობს ეს ლაწირაკი.

წელზე მომხვია ხელი და ჩამაყვინთინა. სწრაფადვე გავინთავისუფლე თავი და აუზის კიდესთან მივედი, ხელები დავადე და ოდნავ ამოვიწიე წყლიდან. ორი წამიც არ იყო გასული, ნიქსმა ხელები მხრებზე მომხვია, ჩაყვინთა წყალში და მეც ჩამიყოლა. კიდევ კარგი სუნთქვის შეკავება მოვასწარი. როგორც კი ამოვყვინთეთ, ნიქსს მხარში მუშტი ჩავარტყი.

-ახხ, შენი, კუნთი გამითიშა.

-ღირსი ხარ.

წყლიდან ამოვედი და აუზის კიდეზე ჩამოვჯექი. ლიზა წყლიდან ამოვიდა და რუჯის მისაღებად დავწექით შეზლონგებზე. შეზლონგი აუზთან ახლოს იდგა. მშვიდად ვიწექით და მზეს ვეფიცხებოდით. ბიჭებიც ამოვიდნენ წყლიდან და ჩრდილში მიუჯდნენ მაგიდას. რაღაცაზე საუბრობდნენ, თუმცა არ ვუსმენდი.

არ ვიცი, ასე რამდენ ხანს ვიწექი. უცებ, ვიღაცამ ხელში ამიყვანა და წამში წყალში აღმოვჩნდი.

-ფოენიქს!!! -დავუყვირე, როგორც კი ამოვაღწიე წყლიდან.

-რაიყო, გაგაგრილე.

-აუ, შე საწყალო, შენ ხო არ იცი რა მოგივა. -წყლიდან ამოვედი და გავეკიდე.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now