დილას რომ გავიღვიძე, ოთახს თვალი მოვავლე და როდესაც ჩემი ოთახი ვიცანი, შვებით ამოვისუნთქე. ესე იგი სისულელე არაფერი ჩამიდენია გუშინ. ავდექი, ოთახი მალევე მივალაგე და სამზარეულოსკენ გავეშურე, საუზმის მზადებას შევუდექი. მუსიკა ჩავრთე, ვაფლების ცხობა დავიწყე, კაკაოც გავამზადე და „სუფრა" გავშალე. ნიქსის ოთახისკენ გავეშურე, რომ გამეღვიძებინა ეგ ძილისგუდა. კარი შევაღე და, როგორც ველოდი, გაგუდულს ეძინა. თავიდან ოდნავ შევარხიე, არ გაიღვიძა. უფრო მეტად შევარხიე, მაინც არ გაიღვიძა. კარგად შევაჯანჯღარე და, როგორც იქნა, თვალები გაახილა.
-რა გინდა, შე ლაწირაკო ბავშვო?
-გაიღვიძე, საუზმე გაგიმზადე.
-აუ, შენი... მაგისთვის გამაღვიძე?
-დიახ.
-გაეთრიე რა.
-მასე ხო? კაი.
ოთახიდან გავედი. ნიქსი გადაბრუნდა და ძილი განაგრძნო, თუმცა არ შევარგე. ცივი წყალი დავასხი თავზე და გავიქეცი ოთახიდან. ფოენიქსი მაშინვე გამოფხიზლდა, წამოხტა საწოლიდან და გამომეკიდა. მალევე მოახერხა ჩემი დაჭერა და ძირს დამაგდო, მუცელზე დამაჯდა და ხელები დამიკავა.
-შე საწყალო, ხო არ იცი რა მოგივა. -ძაან მაგრამ მიჭერდა ხელებს და ძაან მტკიოდა.
-აუ, გამიშვი რა. მტკივა ხელები.
-ღირსი ხარ. -ცალი ხელით დამიჭირა ორივე ხელი, ხოლო მეორე ხელით მბწკენდა. როგორღაც შევძელი ხელების გათავისუფლება და ნიქსი გადავაგდე იატაკზე. წამოვხტი უცებ და სამზარეულოში გავიქეცი. შესვლისთანავე კარები ჩავკეტე. მაგრამ, დამავიწყდა, რომ კარს გასაღები მეორე მხრიდან ეკეთა და ნიქსმა შეძლო კარის გაღება. არა რაა, დებილი რომ იქნება ადამიანი, იმას არაფერი ეშველება.
-აუ, გთხოვ, შემეშვი. -საწყალი ლეკვის თვალებით შევხედე მას.
YOU ARE READING
Sky Full Of Stars...
Romance-დრო და დრო შენზე უფრო ხშირად ვფიქრობ, ვიდრე მეგონა. __________________ -ეს ფიქრები, შენზე, მუდამ თან დამსდევს. ნეტავ მცოდნოდა, რომ არასწორი არჩევანი იყავი.