.7.

7 2 0
                                    

-მგონი მომწონს. -ვუთხარი ლიზას და ჯეინს და თავი ხელებში ჩავრგე.

-ძლივსსსს. ძლივს ვიღაც ნორმალური მოგეწონა. იცოდე მეჯვარე ვარ. ხომ გითხარი, მაგრად უხდებით ერთმანეთსთქო. -თქვა ლიზამ.

-რით ვუხდებით?

-ორივე თეთრები ხართ.

-გცემ.

ერთხელაც იქნება ლიზა შემომაკვდება. რას წარმოვიდგენდი, რომ მისი სიტყვები გამართლდებოდა. ახლა არ მომასვენებენ გოგოები.

ჩემთვის ჩუმად ვიჯექი, თავი ჯერ ისევ ხელებში მქონდა ჩარგული და არაფერზე ვფიქრობდი. უეცრად კი, ლიზამ და ჯეინმა დიალოგი წამოიწყეს.

-კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს. -უთხრა ლიზამ ჯეინს.

-ნამდვილად. რა ლამაზი შვილები ეყოლებათ, წარმოგიდგენია? -ჰკითხა ჯეინმა.

-ვაიმე, კი. ორი ან სამი პატარა ხუჭუჭა ბავშვი.

-ქერა კულულებით და ცისფერი თვალებით. რა საყვარლები იქნებიან.

-მოიცათ, მე არ მეკითხებით გათხოვება მინდა თუ არა? -ჩავეჭერი მათ დიალოგში. დამიგეგმეს ქალბატონებმა მომავალი.

-შენ ვინ გეკითხება. ჩვენ ასე ვამბობთ და ასე იქნება. -მითხრა ჯეინმა და განაგრძეს ჩემი მომავლის დაგეგმვა.

ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი ჯეინისა და ლიზას მიერ შედგენილ „ჩემი იდეალური მომავლის" გეგმას. ამათაც მაგრად აკლიათ რაა. არც კი ვიცი ჯერ, მას მოვწონვარ თუ არა, ამათმა კიდე ბავშვები გამაჩენინეს უკვე. თან 3. არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოდესმე ჩემი გრძნობების გამხელას.

როდესაც გოგოები წავიდნენ, მშვიდად ვიჯექი ჩემს ოთახში და ქალაქს გავყურებდი. მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა, ცა ულამაზეს ფერად იყო შეღებილი. ასეთ სილამაზეს მხოლოდ მზის ჩასვლისას თუ იხილავს ადამიანი. ჩამავალი წითელი მზე, მოსტაფილოსფრო-ვარდისფერი ჰორიზონტი, ქათქათა თეთრ ღრუბლებზე არეკლილი ულამაზესი ვარდისფერი და მკრთალი ფირუზისფერი. სადღაც შორი-ახლოს მკრთალი თეთრი მთვარე და დამალული ვარსკლავები, რომლებიც ნელ-ნელა უფრო და უფრო მკაფიოდ ჩნდებიან ცაზე და მოაცილებენ მუქ ლურჯ ცის საფარს.

Sky Full Of Stars...Where stories live. Discover now