დილას გვიან გავიღვიძე. გარშემო მიმოვიხედე. ოთახი მეცნო, მაგრამ ის ჩემი ნამდვილად არ იყო. გვერდზე გადავბრუნდი და გავშეშდი. თვალები გამიფართოვდა და შოკისგან პირი დავაღე. უნდა დამეკივლა, მაგრამ ხელი აიფარე მალევე. ჯანდაბა, ამდენი არ უნდა დამელია, ან მარტო არ უნდა დავრჩენილიყავი კლუბში. ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და ეს ფოენიქსმა არ გაიგოს. ოღონდ ახლა მიშველე და... და... მოკლედ, გადამარჩინე რა.
დენისს ვუყურებდი და ვცდილობდი გამეხსენებინა, რა მოხდა გუშინ ან როდის და სად შემხვდა ეს იხვი. ვაიმე, მე ხომ არ მივწერე ან დავურეკე? ტელეფონს ვტაცე ხელი და სასწრაფოდ გადავამოწმე შეტყობინებები და დანარეკები დენისთან. არაფერი არ იყო, ესე იგი მე არ დამირეკია და ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ეს. მაგრამ, როგორც ჩანს უარიც არ მითქვამს და ჩემი ნებით მოვხვდი აქ. არა, ჩემი არა, ჩემი ლოთი თავის ნებით.
-დილა მშვიდობისა. -გაიღვიძა ვაჟბატონმა. -როგორ გეძინა?
-როგორ მეძინა კი არა, მეოთხე ჭიქის მერე არაფერი მახსოვს. რა მინდა აქ?
-რა გინდა და გუშინ, კლუბში დაგინახე, სახლში წამოსვლა შემოგთავაზე და შენც დამთანხმდი. -გაჩუმდა. ხმას არ ვიღებდი და გაგრძელებას ველოდი, თუმცა, როგორც ჩანს მეტი არაფრის თქმას არ აპირებდა.
-მერე? რამე მოხდა?
-კი, თან ძალიან სასიამოვნო. დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი. -თქვა, წელზე ხელი მომხვია და თავისს სხეულს ამაკრა.
-არ ვაპირებ გამეორებას. -უხეშად ვუთხარი და მისგან გაწევა ვცადე, თუმცა უშედეგოდ.
-არც გუშინ აპირებდი, მაგრამ მაინც ვქენით სამჯერ. -თქვა და კისერზე დამიწყო კოცნა. ახხ, ეს კოცნები...
-გაჩერდი. -თავი გავაწევინე.
-კისერზე კოცნა არ მოგწონს? მაშინ, აქ უკეთესი იქნება. -ტუჩებზე მაკოცა ნაზად. ახლა დავნებდები და...
YOU ARE READING
Sky Full Of Stars...
Romance-დრო და დრო შენზე უფრო ხშირად ვფიქრობ, ვიდრე მეგონა. __________________ -ეს ფიქრები, შენზე, მუდამ თან დამსდევს. ნეტავ მცოდნოდა, რომ არასწორი არჩევანი იყავი.