ღამის 12 საათი იყო, ვერ ვერ ვიძინებდი თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ჯეიკზე ვფიქრობდი, ვწერდი, ვურეკავდი მაგრამ პასუხი არ იყო, ვნერვიულობდი რადგან ძალიან გაბრაზებული გავარდა სახლიდან, ჰისონი კი მასთან "სასაუბროდ" წავიდა.
ჯეიკს კიდევ ერთხელ მივწერე, ტელეფონი გადავდე და საწოლში ჩავწექი. სწორედ ამ დროს გაიღო კარები როცა თვალები დავხუჭე, ნაბიჯებზე ვიცანი რომ ჰისონი იყო, ამიტომ თავს ვაჩვენებდი ვითომ მეძინა. საწოლზე ჯდება და ვგრძნობ როგორ მიყურებს.
-კარგი ელენა, გაახილე თვალები ვიცი რომ არ გძინავს.
-გადი აქედან, არ მინდა შენი დანახვა.
-ვილაპარაკოთ გთხოვ.–თვალები გავახილე, საწოლზე წამოვჯექი და მზერას ყველანაირად ვარიდებდი.
-გისმენ.
-გამომხედე, არ შეგჭამ–გავხედე და ახლა შევამჩნიე მის სახეზე ჭრილობები, გახეთქილი ტუჩი და ჩაშავებული თვალები.
-ღმერთო ჩემო! ჰისონ რა დაგემართა?–ახლოდ მივიწიე და სახეზე ხელები უნდა მომეკიდა როცა თავი შევიკავე. ვნარვიულობ მასზე მაგრამ ახლა მასზე ძალიან ნაწყენი ვარ.
-არაფერია–მკრთალად გამიღიმა–ჯეიკზე მინდა საუბარი–ღრმად ამოიხვნეშა–ელ, ვიცი რომ მოგწონს არ რაიმე სიმპატია გაგაჩნია მის მიმართ, ვიცი რომ მასსახ იგივე გრძნებებიაქ შენდამი მაგრამ...
-რა მაგრამ ჰისონ? მე..
-ნუ მაწყვეტინებ.
-ჯეიკი ძმასავით მიყვარს, მას მის მშობლებზე კარგად ვიცნობ, ვიცი როგორი ადმაიანიც არის ის, ვიცი მისი ყველა ცქევა და მოქმედება, ამიტომაც გთხოვ რომ თავი დაიჭირო შორს მისგან.
-რატომ?
-იმიტომ რომ მექალთანეა.
-შენც მექალთანე ხარ, აგიკრძალო ლილისთან ურთიერთობა? ვუთხრა როგორი ხარ და კვირაში რომ 7 ქალს იცვლი? გინდა დაგინგრიო კარგი ურთიერთობა როგორც შენ გააკეე?