14

138 12 5
                                        


მატარებელში ვიჯექი და გული ისე მიჩქარდებოდა, თითქოს სუნთქვაც კი მიჭირდა. ვგრძნობდი, რომ სეულში დაბრუნება მჭირდებოდა, რომ ჯეიკისგან და ჯონგუკისგან შორს უნდა ვყოფილიყავი. თუმცა, უკან დახევის წუთები ტკივილითა და ეჭვებით იყო სავსე. მატარებელი უკვე დასაძვრომად მოემზადა, მაგრამ უცებ ყველაფერი გადამეწყვიტა — ვერ წავიდოდი.

სწრაფად ჩამოვხტი ვაგონიდან, თითქოს უკანასკნელი შანსი გამომეპარა. ფეხები გამეყინა და დეგუს ქუჩებს თვალი მოვავლე. თავს უცნაურად ვგრძნობდი: გაქცევა მინდოდა, მაგრამ გულიც კი მტკიოდა, რომ მაინც დავრჩი. გადავწყვიტე დროებით სასტუმროში გავჩერებულიყავი, სანამ ყველაფერს გადავხარშავდი.

ოთახში რომ შევედი, ტელეფონი დარეკა. ეკრანს რომ დავხედე, ჯეიკის ნომერი იელავდა. არ ვიცოდი, რა მინდოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ არც მასზე შემეძლო ასე მარტივად უარის თქმა. უხეში ხმით მკითხა:
    •    "სად ხარ?"

ხმას ვერ ვიღებდი, თითქოს სიტყვებს ვეძებდი, რომ პასუხი მომეძებნა, მაგრამ არაფერი მეფიქრებოდა. ბოლოს ვუთხარი, რომ დეგუში დავრჩი. გავთიშე და გულის სიღრმეში ვიგრძენი, რომ ასე ადვილად არ დამტოვებდა.

მეორე დღეს, დეგუს ქუჩებში უმიზნოდ დავიწყე სეირნობა. ვცდილობდი, ჩემს ცხოვრებაზე მეფიქრა, მაგრამ ყველგან მისი სახე მახსენდებოდა. მოულოდნელად, ქუჩის ბოლოს ჯეიკი დავინახე. ჩემკენ მოდიოდა, მისი მზერა პირდაპირ ჩემს გულამდე აღწევდა.
    -მეგონა, წასული იყავი,— მითხრა ისე, თითქოს სხვა სიტყვა ვერ მოეძებნა.

თვალი თვალში გავუყარე და მივხვდი, რომ სიტყვების გარეშე ყველაფერი ნათელი იყო. მიყვარდა და მინდოდა, მაგრამ ეჭვები და შიში მაიძულებდა, თავი შორს დამეჭირა. ჯეიკმა ჩემზე ხელი მოხვია და მითხრა:
  —არ ვიცი, რა გადაწყეტილებას მიიღებ, მაგრამ შენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. გპირდები, ყველაფერს შევცვლი ჩვენ შორის, თუ ამის უფლებას მომცემ"

გული ამიჩქარდა, მისი სიტყვები გულში ჩამწვდა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ჯონგუკი მშვიდი და გულწრფელი იყო, მაგრამ ჯეიკის გულითადი თავდადება არ მაძლევდა წასვლის უფლებას. ისევ ვერ გადავწყვიტე, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ დეგუში ვრჩებოდი, სანამ პასუხს ვიპოვიდი.

ჩვენი გასეირნება სასტუმროსთან დასრულდა. ჯეიკი უხმოდ გამომყვა და ერთად ავედით ჩემს ოთახში. გულში დამცხა, როცა მისი სიახლოვე ვიგრძენი, მაგრამ თავს ვაიძულებდი, რომ მშვიდად დავრჩენილიყავი. როცა საწოლში ჩავწექით, ჯეიკმა ნაზად მომხვია ხელი, მისმა სითბომ კი უცნაური სიმშვიდე მომგვარა. ასე მშვიდად ყოფნა ნამდვილად მჭირდებოდა.

მისი თითები თმებზე ნაზად მომეფერა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დრო გაჩერდა და სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. თითქოს ჩემი ყველა ეჭვი, შიში და სირთულე გაქრა ამ მომენტში.

უცებ ტელეფონმა დარეკა და ვიბრაციის ხმამ სიჩუმე დაარღვია. ეკრანზე ჯონგუკის სახელი აინთო და გულში რაღაცამ შემძრა. არ ვიცოდი, უნდა მეპასუხა თუ არა, მაგრამ სანამ რამეს გადავწყვეტდი, ჯეიკმა ტელეფონი ხელიდან გამომართვა, ეკრანს დახედა და სწრაფად გამორთო. ხმაში მტკიცე ტონი გაურია და, სერიოზული თვალებით შემომხედა:
   —ჯონგუკი შენს ცხოვრებაში აღარ არსებობს, გასაგებია? მე აქ ვარ, და თუ მასთან კიდევ ერთხელ შეგხვდე, მე დაგვკარგავ. არ ვიცი, რას გპირდება, მაგრამ ჩემთან ასეთი თამაშები არ არის მისაღები.—მისი სიტყვები მკაცრი იყო, მაგრამ ამავდროულად, ვგრძნობდი, რომ გულწრფელი იყო. ვხედავდი, როგორ ცდილობდა თავი ემართა, მაგრამ შიგნიდან ეჭვი და ზიზღი მაინც სჭამდა. ტელეფონი კვლავ გვერდზე გადადო და თმაზე ისევ ფრთხილად დამადო ხელი. მისი შეხება არაჩვეულებრივი იყო — მჭირდებოდა ეს სიმშვიდე, მაგრამ ამავდროულად, გულში რაღაც ნაპერწკალი ჩნდებოდა, რამაც ყველაფერი ორად გამყო.

..........

აბიტურიენტობა ყლეეოობააააააა💜

My brother's best friend Stories to obsess over. Discover now