რადგან უნივერსიტეტში არ წავსულვარ, ლამაზად ჩავიცვი გავიპრანჭე და სამსახურში წავედი.
-ელენა–კაფეში შევედი თუ არა ქეიმ ხელი დამიქნია, მეც მასთან მივირბინე და გადავკოცნე–ზუსტად მოხვედი.
-ჰო–გამეღიმა.
-წამოდი, სალაროსთან დადექი, ლამაზი გოგო ხარ თიფსებს დაგიტოვებენ ბევრს–გამეღიმა წინსაფარი გადავიცვი და სალაროს მივუდექი, ბევრი ხალხი შემოდიოდა, უმეტესად ბიჭები, წინ მიდგებოდნენ და თვალებს მიპაჭუნებდნენ, სამაგიეროთ ჩაის ფული ბევრი დამიტოვეს და ერთადერთი ეგ მიხაროდა.
-აბა როგორ მიდის საქმეები?–ჩემი მენეჯერი ნამი, მოვიდა და გვერდით ამომიდგა
-კარგად, ვეჩვევი ნელ ნელა.
-ყოჩაღ, მე შეგცვი ახლა შენ კი მაგიდებს მოემსახურე– თავი დავუქნიე და სამზარეულოში შევედი, ეგრევე შეკვეთა მომაჩეჩეს ხელში და მითხრეს მერვე მაგიდასთან მიიტანეო, პატარა ყავა და ნამცხვარი იყო და წაღება არ გამიჭირდა.
-ინებეთ–შეკვეთა მაგიდაზე დავუდე და უკან გამოვბრუნდი, ისევ სამზარეულოში შევვარდი და ისევ მე მომაჩეჩეს შეკვეთა, რადგან ახალი ვარ ალბათ გამიგეს და მე მამუშავებენ მარტო.
შეკვეთა გავიტანე, მაგიდაზე შოკოლადის ნამცვხავრი და ცივი ყავა დავდე.
-გემრიელად მიირთვით.
-მადლობა პრონცესა–მხოლოდ ახლა დავაკვირდი ვინ იჯდა ჩემს წინ.
-ჯეიკ? აქ რა გინდა?
-გელოდები, მალე მორჩები?
-აჰამ–თავი დავუქნიე და ვუყურებდი როგორ სვამდა ყავას.
-ის გოგო იყურება იქიდან, სალაროსთან რომ დგას, წადი სანამ გამოგაგდეს–გამეცინა და უკან გავბრუნდი, სამზარეულოში ვაპირებდი მაგრამ მენეჯერმა გამაჩერა და შემომაბრუნა.
-ის ბიჭი ვინ არის? შენი ძამიკო? არ გამაცნობ?–წარბები ამითამაშა, მე კი გამეცინა.