1

567 34 44
                                    

უკვე ერთი თვეა რაც სეულიდან დეგუში გადმოვედი საცხოვრებლად უნივერსიტეტის გამო, აქ კი მხოლოდ ორ ადამიანს ვიცნობ, ჩემს უფროსს ძმას ჰისონს და მის საუკეთესო მეგობარს ჯეიკს. ჰისონი და ჯეიკი ქირით ცხოვრობდნენ უზარმაზარ ბინაში ქალაქთან არცისე ახლოს, ახლა მათ მეც დავემატე და რითითაც შევძლებ მივეხმარები ცოტას.
მთელი თვე მათთან გავატარე, მომბეზრდა კიდევაც, ორივე სულ მოტოციკლეტებზე გოგოებზე და ფეხბურთზე საუბრობენ, საერთო ვერ გამოვუნახე, მეგობრებიც კი ვერ შევიძინე, ცხოვრებაც მოსაწყენი გახდა და უკვე ვნანობდი დეგუში გადმოცხოვრებას.

.......................

-ელენაააა!!!–ოთახში ყვრილით შემოვიდა ჰისონი, თავზე დამახტა და ტრაკის განძრევას არ აპირებდა.

-რაა გინდა–ტელეფონი გამოვრთე და გვერდით გადავწიე.

-არაფერი, დღეს არ ვმუშაობბ და...

-და?... ვაფშე ადექი გავიჭყლიტე–ფეხი მივკარი და გადავაგორე.

-რავი მელაპარაკე, რამდენი ხანია არ მინახიხარ–გამეცინა და თავში წამოვარტყი.

-მთელი ერთი თვეა აქ ვარ—თავზე ხელი მოისვა შემდეგ კი მეც წამომარტყა.

-ვსო ბარი ბარში ვართ–წამოჯდა– აბა, შეყვარებული არ გყავს?

-არა, ჯერ არც მეგობრები გამიჩენია და...

-მერე რა, მე მეორე კვირას რაც აქ გადმოვედი მესამე შეყვარებული გამოვიცვალე.

-არ შეიძლება ეგრე, ვერ იპოვი ცოლს.

-ჰო იცი იმის გარდა არ მყვარებია არავინ.

-იმის ?–წარბები ავუთამაშე.

-კაიი რაა.

-მითხარი აღარ მახსოვს.

-ლილის–თვალები ამიტრიალა, მე კი ხმამაღლა გამეცინა.
სინამდვილეში მახსოვდა რომ მთელი ცხოვრებაა ლილი უყვარს უბრალოთ მიყვარს როცა ხმამაღლა აღიქრებს რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი უყვარს.–ოოო კაიიი!!–ბალიში მესროლა– შენ რა გაცინებს–18 წლის ხარ და პირველი კოცნაც არ გქონია ჯერ.

My brother's best friend Where stories live. Discover now