5

236 36 18
                                    

ფილმის ყურება დაგვეზარა, ამიტომ ტყუილად ვიჯექით და უაზროდ ვსაუბრობდით.

-ხომ არ ჯობია თავი შორს დავიჭიროთ ერთმანეთისგან ჯეიკ?

-ელენა რა სისულელეებს იძახი?

-მეშინია, ჰისონმა რომ გაიგოს? ხომ იცი როგორია, საშინლად მკაცრია.

-შენ მასწავლი ჩემს ძმაკაცს? რომც გაბრაზდეს და მეჩხუბობს შენგან თავს შორს არ დავიჭერ, შენ თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა მაშინ.

-როგორ არა ჯეიკ, ძალიან მინდა და ძალიან მომწონხარ, უბრალოდ ჩემი უფროსი ძმაა გული მიგრძნობს რომ დაგვაშორებს.

-მაგაზე ნუღა იფიქრებ, მოვა დრო და გაგება მოუწევს.

-ჰო...–თვალი ერთადგილად გამიშტერდა და ისევ ამ თემაზე ვფიქრობდი, გული ცუდს მიგრძნობდა მაგრამ გონება ჯეიკს უჯერებდა და ყველანაირად ვცდილობდი აღარ მეფიქრა ამაზე.
____________________________

1 კვირა გავიდა, ჰისონიც დაბრუნდა სახლში ლილისთან ერთად, როგორც სჩანს მეოთხე ოჯახის წევრი გვყავს.მე და ჯეიკი კი ვეღარ ვატარებთ ხშირად ერთად დროს

კაფეში ვარ და ვმუშაობ, მაგიდებს ვასუფთავებ, როცა კაფეში ის ბიჭი შემოვიდა ჩვენი რეგულარული კლიენი სწორედ ის რომელიც მეფლირტავებოდა, დამინახა რომ ვალაგებდი და სპეციალურად დასვლირ მაგიდაზე დაჯდა, ბოლო მაგიდა იყო გადასაწმენდი ამიტომ მივედი, მაგიდას ვასუფთავებდი და თან ვათვარიელებდი, ახლახანს შევამჩნიე რამდენად მიმზიდველი იყო, ნაცრისფერი ოვერსაიზი ჟაკეტი ეცვა, შიგნით კი ბრეტელებიქნი თეთრი მაისური, თვალი მოვკარი ტატუებს მის მხარზე და ხელზე, გამეღიმა და რადგანაც იქ ვიყავი, შეკვეთის ჩაწერა გადავწყვიტე.

-გამარჯობა, რას მიირთმევთ?–დიდი ღიმილი ვაჩუქე და მანად იგივეთი მიპასუხა, სანამ ფიქრობდა მანამ სახეზე აკვირდებოდი, გრძელი შავი თმები,ტუჩი და წარბი გახვრეტილი ჰქონდა, დიდი შავი თვალები და შრამი ლოყაზე, როცა ფიქრობდა, ტუჩის პირსინგს იწვალებდა თან.--შემიძლია წავიდე და ცოტახანში მოვიდე თუ ვერ იფიქრებთ.

My brother's best friend Where stories live. Discover now