მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ჯეიკის გამო უკვე იმდენი ღამე გავთიე სათვალავი ამერია.
დილითაც ვერ დავიძინე სტრესი არაფრით არ მაძლევდა მოსვენებას. ამიტომ დიდი ჭიქა ყავა დავლიე მოსაფხიზლებლად. ცოტა მიშველა მაგრამ მაინც გული მერეოდა და თავი საშინლად მისკდებოდა, თვალბიც საშინელ მდგომარეობაში ჩავაგდე.-რა გჭირს?–სამზარეულოში ჰისონი შემოვიდა რომლიც სამსახურში მიდიოდა.
-არ მეძინა.–ყავის კეთება დაიწყო.
-რატო?...
-ეხ... ნეტა შემეძლოს მოყოლა.
-რატო აღარაფერ მიყვები? გახსოვს ადრე იმდენს მელაპარაკებოდი შენს ცხოვრებაში ყველაფერი ვიცოდი რაც ხდებოდა. ახლა რა გჭირს? თან ვატყობ ლილისთანაც გიფუჭდება ურთიერთობა.
-ვფიქრობ ჩემი აქ გადმოსვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჰისონ, მას შემდეგ რაც აქ გადმოვედი იაშვითად ვარ ბედნიერი.–ჩემს წინ ჩამოჯდა და თავისი ყავა მოსვა.
-ელ... ჰომ იცი რომ ამ დედამიწაზე ყველაზემეტად მე მიყვარხარ? ვერ ვუყურებ ჩემს ერთადერთ დას ასეთ მდგომარეობაში, მითხარი რა ხდება რა ხდება, იქნებ შემიძლია დაგეხმარო?–ცოტახანი გაჩერდა და მე მიყურებდა–ჯეიკის გამო?-გავჩუმდი და ხმა ვერ ამოვიღე, ვერ გავეცი პახუსი. მან კი ღრმად ამოიხვნეშა.–რა ვქნა... მითხარი რამის გაკეთება შემიძლია? ვერ ხედავ როგორი ადამიანია?
-ჰისონ.. ვიცი.. გთხოვ ნუ მახსენებ, უბრალოდ ვფიქრობ აქიდან უნდა წავიდე, სეულში დავბრუნდები...
-მერე უნივერსიტეტი? შენი ოცნებები? ამ ბიჭის გამო უნდა დაინგრიო ცხოვრება?–ცოტა ტონს აუწია.
-ნუ ყვირი ჰისონ. აკადემიურს ავიღებ და მალე გავაგრძელებ სწავლას, ან ონლაინ კურსებზე ჩავეწერები იმ ექსტრა 200 დოლარს გადავიხდი. უბრალოდ გონების გაწმენდა მინდა ვერ ხვდები?..
-მესმის,–ჩემთან მოვიდა და თავზე მაკოცა–მალე დაბრუნდები?–თავი დავუქნიე და ლოყაზე ვაკოცე.