დილით ჯეიკის შეხება ვაღვიძებს, თვალები ნელა გავახილე და გავიღიმე.
-დილამშვიდობის პრინცესა.– კიდევ ერთხელ მაკოცა ლოყაზე და ხელები მაგრად მომხვია.
-ჯეიკ უნდა გახვიდე–სხეულიდან მოვიშორე და საწოლზე წამოვჯექი.–ჰისონმა რომ დაგინახოს ჩემი საქმე ცუდად წავა, დიდი ალბათობით შენიც.
-არ მაინტერესებს–თვითონაც წამოჯდა და ძლიერად ჩამავლო ხელი, იმდენად ძლიერად რომ კანზე წითლად დამაჩნდა მისი ხელები, კალთაში ჩამისვა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
მე ვერაფერი ვთქვი, მომწონს მისი სიახლოვე, ისიც მომწონს რომ მტკენს.თმაზე ვეთამაშები, თვითონ კი ერთ ხელს ჩემს ბარძაყებზე დაასრიალებს, მეორე კი წელზე აქვს მოხვეული რომ არსად გავექცე, ყელში მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ, ტანში ჟრუანტელი მივლის.
ღმერთო რას მიშვება ეს ბიჭი?
—ჯეიკ უნდა გახვიდე–არ მინდა რომ წავიდეს მაგრამ სხვა გზა არ აქვს.
-გთხოვ ელ, ერთადერთი ხარ ვისთანაც ყოფნა მინდა ახლა.–ვენებზე დავაკვირდი, გალურჯებული ჰქონდა ირგვლივ, თითი ნელა გადავატარე ნანემსარს და მას გავხედე.
-დამპირდი რომ აღარ იზამ–ჩუმად იყო, და ხმას არ იღებდა, თვალებზე კი ეტყობოდა სინანული და სევდა.–დამპირდი ჯეიკ–ტონს ავუწიე, მან კი მზერა ამარიდა.–შემომხედე!–ხელი ნიკაპში ჩავავლე დაჩემსკენ შემოვაბრუნებინე თავი.–ჯეიკ დამპირდი–ისევ გავუმეორე და ისევ ვერ მივიღე მისგან პასუხი, გულს მტკენს მისი ამდაგვარი საქციელი, ალბათ სახეზე საგრძნობლად მეტყობოდა იმედ გაცრუება.
ხელები ჩემი სხეულიდან მოვაშორებინე და მის სხეულსაც მოვშორდი, საწოლიდან წამოვდექი და კარებისკენ დავიწყე სვლა, როდესაც ვიგრძელი ძლიერი ხელი ჩემს მაჯაზე.
მისკენ შემაბრუნა, ძლიერად დამიჭირა სახე და მაკოცა.-ელენა, ვერ დაგპირდები ვიცი რომ ამ პირობას ვერ ავასრულებ, არ მინდა გულ გატეხილი გნახო–თავი შუბლზე მომადო.
