მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, უცნაური გრძნობა არ მასვენებდა, საწოლში ვწრიალებდი და გაუჩერებლად მეღიმებოდა.
ვერ ვხვდები ჯეიკის მიმართ რამეს ვგრძნობდი თუ უბრალოზ სექსუალური ტიპია რომელიც ყველას თავისი შარმით აბრმავებს. ამაზე ვფიქრობდი როცა უეცრად კარი გაიღო, მეგონა ჯეიკი იქნებოდა მაგრამ ხელში ჰისონი შემხვდა. შუქი აანთო და როცა დაინახა რომ მეთვიძა ოთახში შემოვიდა.-რატო არ გძინავს?
-ვერ ვიძინებ.. შენ ასე ღამე სახლში რატო ბრუნდები?
-რავი ეგრე მინდა–მხრები აიჩეჩა– რა ქენი პაემანზე?
-ღმერთო საშინელება იყო!!–ჰისონს ყველაფერი ვუამბე რათქმაუნდა ჩემი და ჯეიკის ამბების გარდა, საშინლად გაბრაზდა და უაზროდ აგიმებდა მინჰოს.
-ბოდიში რომ ვერ გიპასუხეე, მართლა არ ვიცი როგორ გამომეპარა შენი ზარი.
-არაუშავს ჰისონ.
-რასქვია არაუშავს? შენ რომ რამე დაგმართნოდა თავს მოვიკლავდი.–გამეცინა და მოვეხვიე.
-მთავარია ჯეიკმა მიშველა.
-ჰო, ამიტომ შენს თავს ამიერიდან ჯეიკს ჩავაბარებ.
-მოიცა ჩემს თავს ჯეიკს ჩააბრარებ?
-ჰო, სეულში მივდივარ რამდენიმე დღით.
-ჰა? რატომ? მეც წამოვალ!
-არსად წამოხვალ, უნივერსიტეტში წადი და ისწავლე მე სეულში საქმე მაქვს უცებ მოვაგვარებ და ჩამოვალ.
-კაი რა, აუცილებელია?
-კი–თავი დამიქნია.
-როდის მიდიხარ?
-რავი ხვალ ღამე წავალ და ზეგ უკვე სეულში ვიქნები.
-იცოდე მალე ჩამოხვალ.–გაეცინა და თმებზე წამეთამაშა.
-კაი–წამოდგა– ტკბილი ძილი–შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.
მე კი ის ფაქტი მაგიჟებდა რომ ჯეიკთან ერთად მარტო უნდა ვყოფილიყავი ღმერთო ძალიან უხერხული იქნება...
.....................
