4

248 34 14
                                    

საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს, ტელეფონს დავხედე და სასწრაფოდ წამოვდექი საწოლიდან, ჯეიკს ეძინა მე კი მისი მაისური გადავიძვრე და სააბაზანოშიშევვარდი შხაპის მისაღებად.
უნივერსიტეტში 1 საათში უნდა ვიყო, თუ არადა ნამდვილად შემტენიან რამე საგანს რაც საერთოდ არ მაწყობს. შხაპის შემდეგ სარკესთან მივდივარ შიგნით ჩავიხედე და კინაღამ გულმა დამარტყა, მთელს ყელზე და ლავიწებზე ზასოსები მქონდა, თავში ხელი შემოვირტყი, არც კი მახსოვდა გუშინდელი ღამე, ამისთვის დროც არ მქონდა, სასწრაფოდ მოვიწესრიგე თავი, ტაქსი გამოვიძახე რადგან ჯეიკს ვერ გავაღვიძებდი, შემრცხვა.
ნახევრად სველი თმებით წავედი უნივერსიტეტში, სამაგიეროდ ყელიანი თხელი მაისური მეცვა რაც ფარავდა ყველქფერს და ერთადერთი ეგ მამშვიდებდა.

........

-ელენა, დაგვიანება არ გჩვევია–მითხრა ლექტორმა როცა კარები შევაღე და ახლა მთელი აუდიტორია მე შემომცქეროდა.

-მაპატიეთ ბატონო კიმ, აღარ განმეორდება-თავი დამიქნია და მანიშნა რომ დაჯდომა შემეძლო.
ვიღაცას ბოლო რიგებში მივუჯექი გვერდით და ჩემი ლეპტი ამოვიღე.

-ბოდიში, შეგიძლია რაც გამოვტოვე ჩამაწერინო?–გავხედე გვერძე მჯომს მან კი თავი დამიქნია და თავისი ლეპტოპი ჩემსკენ შემოაბრუნა. უცებ ჩავიწერე ნოუთები და ლექტორს მივუბრუნდი მოსასმენად, მაგრამ ამ უცნობმა საუბარი გამიბა.
-ელენა გქვია?–შემობრუნდა და გამიღიმა.

-აჰამ–თავი დავუქნიე და გავუღიმე.

-ლამაზი სახელია, ჩემი მეგობრის დას ქვია ელენა და ძაან გავხარ იმ მეგობარს, შემთხვევით უფროსი ძმა ხომ არ გყავს?–გამიკვირდა და ისევ თავი დავუქნიე– რა ქვია? მოიცა გამოვიცნობ, ჰისონი არა?–თვალები გამიფართობდა და ისე გავხედე, მას კი ჩუმად გაეცინა— მართლა გავხართ, რა ჯიში გაქვთ ასეთი, მე სონუ ვარ.

-სასიამოვნოა სონუ–გავუღიმე–ჩემს ძმას საიდან იცნობ?

-ჰმმ.... გრძელი ისტორიაა მარა დაიკიდე მოგიყვები–ჩემსკენ შემობრუნდა– კაროჩე, იმ დღეს გავიცანი აქ რო ჩამოვიდა, ეგ და ჯეიკი სადღაც კლუბში შეგვხვდა, მაგრად იჩხუბა მაგ დღეს ორივემ, აქ ძაან ისეთი ხალხი არიან რო ყველაფერზე შარს ტეხავენ რა, ხოდა ვიღაც კაცებს თავზე გადააფშვნა ბოთლები და თვითონ იყო ძაან დასისხლიანებული, მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა  რომელიც ასევე ჰისონის მეგობარია, გარეთ გავათრიეთ და დავმალეთ სანამ გამოვიდოდნენ და მოკლავდენ, ამიტომ ასე რომ ვთქვათ სიკვდილს გადავარჩინეთ–გაეცინა, მე კიდე გამიკვირდა ასე მცირე დროში ამდენის ლაპარაკი როგორ მოასწრო.

My brother's best friend Where stories live. Discover now