18 წლის წინ კიმების ოჯახში მომხდარმა ტრაგედიამ, რამდენიმე ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ქალი, სახელად კიმ გაიონი, ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ ქალის მდგომარეობა, როდესაც იგებს, რომ მისი ქმარი მკვლელია.
კაცი, სახელად კიმ სონვუ, რომელთან ერთადაც ცხოვრების 12 წელი გაატარა, თურმე სრულიად უცხო აღმოჩნდა მისთვის. კიმ სონვუ 7 ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს, რამდენიმე დღეში კი მისი ვაჟი, 3 წლის კიმ ჯესონი დაიკარგა...
კიმ ჯესონს უფროსი და ჰყავდა, კიმ ნარი. ნარი მასზე ყოველთვის ზრუნავდა, მისი დაკარგვის შემდეგ კი ყოველდღე ტიროდა და სახლის პატარა ბაღში ელოდებოდა ძმას.
ჯესონის დაკარგვიდან ერთ კვირაში მისი პერანგი იპოვა პოლიციამ. პერანგის ნახვისას გაიონს მუხლები მოეკეცა, მიწაზე დაეშვა და ცხარე ცრემლებით დაიწყო ქვითინი, ხელში თავისი ვაჟის პერანგი ჰქონდა ჩაბღაუჭებული, რომელსაც სისხლის ლაქები ჰქონდა...
და აი, ახლა, კიმ ნარი 18 წლის შემდეგ, დეტექტივია... 26 წლის ასაკშიც კი, ის თავის ძმას ეძებს, იმედით, რომ ის ცოცხალია... მიზეზი, თუ რატომ გახდა დეტექტივი, ის არის, რომ ასე თავისი ძმის პოვნის შანსები, მეტად იზრდება.
_დეტექტივო კიმ, ჩემს კაბინეტში შემოდი! _ ეძახის 45-50 წლამდე ასაკის მამაკაცი.
_ახლავე, სერ! _ მშვიდად მიაბიჯებს კაბინეტში, სადაც მისი უფროსი ელოდება.
ნარი კაბინეტში შედის, გაცვეთილ ნაჭრის სავარძელში ჯდება და უფროსს შეჰყურებს.
_დღეიდან მეწყვილესთან ერთად იმუშავებ!
_მეწყვილე? მეწყვილე არ მჭირდება, სერ! _ წუწუნს იწყებს ნარი. _ საქმის მარტო კეთება მირჩევნია.
_პაკ ჯიმინი შენი მეწყვილე იქნება! აღარ გავიმეორებ, ნარი. _ მკაცრი ტემბრით ამბობს მამაკაცი.
_მაგრამ... ბატონო ჩვე, არ მინდა მეწყვილე!... ისედაც სულ პატარა საქმეებზე ვმუშაობ.
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...