16

304 47 161
                                    

*ორწელიწად ნახევრის შემდეგ*

შუაღამისას ქარიშხალი ამოვარდა, ჩბნელეულ ოთახში დაკიდებული თეთრი ფარდები ააფრიალა, წვიმა დაიყო, ცაზე ელავდა და ჭექა-ქუხილის ხმა მიწას აზანზარებდა... 

თეჰიონს ხმაურზე ეღვიძება, თვალებს ახელს და შიში მაშინვე იპყრობს... მის წინ გოგო დგას, თეთრ, სისხლიან, გაჭრილ კაბაში... კაბას იმ ადგილებში აქვს გაჭრილი, სადაც თეჰიონმა საცოლე დაჭრა, კაბა კი ზუსტად ისეთივეა... 

გრძელი შავი თმა მხრებზე ჩამოეყარა და თეჰიონს დაჟნებით უყურებდა თაფლისფერი თვალებით...

_ნ...ნაი...ონ? _ კანკალით ამბობს კიმი... 

_თეჰიონ, სად არის ჩვენი შვილი? _ ეკითხება გოგო. _ რატომ მოგვკალი?! 

_ეს სიზმარია! _ თმაში იცურებს კიმი ხელებს და თავს აქნევს. _ მე მძინავს!!! ნაიონი მკვდარია! მე მოვკალი! 

_თეჰიონ, მოემზადე! _ უემოციოდ უყურებს ნაიონი _ შენი სისხლით გადაიხდი იმისთვის, რაც გააკეთე! 

_შენ მკვდარი ხარ!!! _ დაიყვირა თეჰიონმა _ შენ მკვდარი ხარ!!! 

_შტორმი ახლოვდება თეჰიონ! შენ ჩემს ფეხებთან დაიჩოქებ და შემევედრები მოგკლა!... 

კიმი სინათლის ასანთებად იწევა და როდესაც უკან ბრუნდება, ნაიონი იქ აღარ დგას... 

_ჯანდაბა, ის მკვდარია! ასე რამ ამაფორიაქა? _ თავს აქნევს თეჰიონი და ისევ ბალიშზე დებს, მაგრამ ძილი აღარ ეკარება... 

ჯონგუკს ამ წლების განმავლობაში სიზმრები არ ასვენებს, ყოველ ღამით სონიონი ესიზმრება, რომელიც მომტირალი უსვამს ერთი და იმავე კითხვას... " რატომ არ დამიცავი? "  

ყველას ცხოვრებაში შეიცვლა რაღაც, ჯიმინმა და ნარიმ ორი წლის წინ იქორწინეს და ახლა წლინახევრის ბიჭი ჰყავთ, პაკ ჩანმინი. ჰოსოკი და არია ბედნიერად ცხოვრობენ, მუნთან ერთად, რომელიც ახლა რვა წლისაა... 

FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )Where stories live. Discover now